ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

შედეგების მიხედვით შევაფასებთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს - პაველ ჰერჩინსკი

ნახვები: 481 შედეგების მიხედვით შევაფასებთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს - პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 12 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით შეხედულებები გაცვალეს.

ჰერჩინსკის თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ამა წლის ოქტომბერში, ჯერ ევროკომისიის მიერ შეფასდება, რის შემდეგაც, წლის დასარულს, მას ერთობლივად, ევროგაერთიანების 27 წევრი სახელმწიფო განიხილავს.

„როგორც თქვენ იცით, ზოგიერთი პრიორიტეტი განხორციელდა, ზოგზე კი მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. სხვა პრიორიტეტებზე საქართველოს პარლამენტი ელოდება მოსაზრებას საერთაშორისო სტანდარტების დამდგენი ორგანიზაციებისგან, როგორიცაა ვენეციის კომისია და ODIHR, რის შემდეგაც მუშაობა გაგრძელდება. შედეგების მიხედვით, ჩვენ შევაფასებთ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ეს ევროკომისიის მიერ ოქტომბერში გამოქვეყნდება და შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შედეგებს განიხილავენ, შეაფასებენ და გადაწყვეტენ შემდეგ ნაბიჯებს ამ წლის დასასრულს. ჩვენ წინ ძალიან დატვირთული წელი გვაქვს და 12 პრიორიტეტის განხორიელების მხრივ და ზოგადად, ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს წინსვლის კუთხით, მე გულითადად წარმატებას ვუსურვებ საქართველოს და ქართველ პოლიტიკოსებს“, - აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, დიპლომატმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ორგანიზაციაა, რომლის წევრიც 27 სახელმწიფოა, ბლოკის თითოეულ წევრს კი თავისუფლება აქვს გამოხატოს საკუთარი პოზიციები.

„ამ დროისთვის, 12 პრიორიტეტზე და უფრო ფართოდ, ევროპულ სტანდარტებთან და ევროპულ პრინციპებთან დაახლოებაზე სამუშაოები გრძელდება. ჩვენის მხრივ, გულწრფელად ვიმედოვნებთ ეს სამუშაო დადებით შედეგს მოიტანს წლის ბოლოს“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

გარდა ამისა, ჟურნალისტის კითხვაზე თუ რა პასუხი აქვს „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატების განცხადებაზე, რომ პარტნიორები მართლმსაჯულების სისტემაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ, ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი სრულად სცემეს პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობას.

„ჩვენ სრულად ვცემთ პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობას. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რაზეც ევროკავშირია დაფუძნებული“, - დასძინა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა