სკოლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს
ქეთევან ხუსკივაძე - აკადემიური საბჭოს სხდომა იყო იმ ტიპის სხდომა, როგორიც საბჭოთა კავშირში იმართებოდა - ჯაბა სამუშიას არ აქვს კითხვები, თქვა, რომ სახელმწიფოს ჰქონია უფლება, უნივერსიტეტები გააერთიანოს
თსუ-ს პროფესორების ნაწილი განცხადებას ავრცელებს
Russia loses 850 soldiers in Ukraine war over past day
Ukrainian border guards destroy two Russian reconnaissance drones in Sumy region
Melnyk speaks about his first protest at UN over disagreement with Russian narratives
SBU exposes three pro-Russian agitators in different regions of Ukraine
Zelensky announces significant foreign policy activity in February

მიხეილ დაუშვილი - ირაკლი კობახიძე მანიპულირებს - არავის გაუკიცხავს „ოცნება“ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებისთვის

23.01.2023 ნახვები: 592

ჩემი აზრით, ირაკლი კობახიძე მანიპულირებს - როცა ვაჭრობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არავის გაუკიცხავს „ოცნება“ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებისთვის,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კობახიძე და „ქართული ოცნება“ ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს ხელისუფლებას ქართველი ფერმერის წარმოებული პროდუქტის რუსეთში გაყიდვის გამო აკრიტიკებს, თუმცა სინამდვილეში კრიტიკა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით გაჩენილმა კითხვებმა გამოიწვია.

დაუშვილი აღნიშნავს, რომ მთავარი, რის გამოც კითხვები ჩნდება, არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ დასავლეთში არ ენდობიან და მათ სიტყვებს ფასი არ აქვს.

„სამწუხაროა, რომ „ოცნების“ და კობახიძისთვის CNN-ც კი მათთან მებრძოლი გახდა. საბოლოო ჯამში, ეს ხალხი ერთ რამეს ვერ მიხვდა, რომ მათ ქვეყანა აბარიათ, ქვეყანაზე აქვთ პასუხისმგებლობა აღებული და არ შეიძლება ის, როგორც იქცევიან. „ოცნებას“ რაზეც აკრიტიკებენ, ეს უკავშირდება ორ რამეს: სათანადო პოლიტიკური მხარდაჭერის გამოცხადების ნაკლებობას და გაჩენილ კითხვებს, ხომ არ ეხმარებიან რაიმე ფორმით რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში. ამ ორ ელემენტარულ საკითხს ვერ გაართვა „ოცნებამ“ თავი და ვერ გაართვა, თუ არ გაართვა, ეს კიდევ საკითხავია,“ - განაცხადა დაუშვილმა.

 

„სიენენის“ ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს - ირაკლი კობახიძე

მანჯგალაძე კობახიძეზე: გავრილოვთან პოლიტიკური ფლირტის გამო ერთხელ ლამის დაასრულა პოლიტიკური კარიერა და თუ ასე გააგრძელებს, მალე მოუწევს დასრულება

ყველას ნახვა
ყველას ნახვა