კირ სტარმერი - ვმუშაობთ მოკავშირეებთან ჰორმუზის სრუტის გახსნის გეგმაზე
"ოცნების" ინიციატივა, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟება ძვირდება, პარლამენტში ინიცირებულია
„ოპოზიციური ალიანსი“ - ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს
ელინა ვალტონენი - ახალი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინასნებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას, საქართველოს მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია
მიხეილ სააკაშვილი - მეგობრებო „ლელოდან“, შეწყვიტეთ შტრაიკბრეხერობა, ნუთუ თქვენმა საკუთარმა გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ?
საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ ფილმმა „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ მოიპოვა
რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე ჩამოერთვა ქონების ნაწილი
თამარ ჩერგოლეიშვილი - რეჟიმთან მოლაპარაკებები აუცილებლად დაიწყება, ოღონდ ძალაუფლების გადაბარებაზე და არა რეჟიმის გადარჩენაზე

ვნა­ნობთ, რომ წას­ვლი­სას ვერ ვნა­ხეთ, ტე­ლე­ფონ­ზე კი და­ვუ­რე­კე იმ დღეს, შემ­თხვე­ვამ­დე 1 სა­ა­თით ადრე - რას ყვება ღვინიაშვილის ქალიშვილი?!

22.01.2023 ნახვები: 636

"არ მო­ვე­ლო­დით ამ ყვე­ლა­ფერს, ვნა­ნობთ, რომ წას­ვლი­სას ვერ ვნა­ხეთ. ტე­ლე­ფონ­ზე კი და­ვუ­რე­კე იმ დღეს, შემ­თხვე­ვამ­დე 1 სა­ა­თით ადრე, ისე­თი არა­ფე­რი უთ­ქვამს. ვი­ცო­დით, ის თა­ვი­სი საქ­მის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­და", - ამის შესახებ საგეროში დაღუპული პოლიციელის, ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლის შვილმა ანი ღვინიაშვილმა განაცხადა.

"ყო­ველ დი­ლით თბი­ლი­სი­დან მი­დი­ო­და სამ­სა­ხურ­ში, რო­მე­ლიც ზედ­მე­ტა­დაც უყ­ვარ­და. სამ­წუ­ხა­როდ, იმ დი­ლით მე და ჩემს ძმას არ გვი­ნა­ხავს, ბე­ბია-პა­პას­თან ვი­ყა­ვით. ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი მამა იყო, მის სამ­სა­ხურს თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ... ცდი­ლობ­და, მისი პრობ­ლე­მე­ბი ჩვენ­თვის არ მო­ეხ­ვია და ჩვე­ნი ჭკუ­ის გამ­ხდა­რი­ყო, ჩვე­ნი თა­ნა­ტო­ლი­ვით გვექ­ცე­ო­და, ხა­სი­ათს გვი­წყობ­და. მა­მაც მა­მით ობო­ლი იყო და ბიძა მა­მა­სა­ვით ჰყავ­და, ამ­ბობ­და, ჩემი მე­ო­რე მა­მა­აო. მა­მას მა­მი­კოც გმი­რი იყო, ომში და­ი­ღუ­პა, მა­შინ 4-5 წლი­სა­ნი ვი­ყა­ვით მე და ჩემი ძმა.

არ მო­ვე­ლო­დით ამ ყვე­ლა­ფერს, ვნა­ნობთ, რომ წას­ვლი­სას ვერ ვნა­ხეთ. ტე­ლე­ფონ­ზე კი და­ვუ­რე­კე იმ დღეს, შემ­თხვე­ვამ­დე 1 სა­ა­თით ადრე, ისე­თი არა­ფე­რი უთ­ქვამს. ვი­ცო­დით, ის თა­ვი­სი საქ­მის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­და, თავ­საც და­დებ­და, მით უმე­ტეს, ადა­მი­ა­ნის­თვის. მამა კე­თი­ლი იყო და რი­თაც შე­ეძ­ლო ეხ­მა­რე­ბო­და ადა­მი­ა­ნებს, შვი­ლებს ყო­ველ­თვის გვე­უბ­ნე­ბო­და, როცა რამე გაქვთ, სხვა­საც მი­ე­ცით, ვი­საც არ აქვს გა­უ­ყა­ვით, თქვენ გექ­ნე­ბათ და შე­საძ­ლოა, მათ არ ჰქონ­დე­თო. მეც მა­მის გზას გა­ვაგ­რძე­ლებ, ალ­ბათ, პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა არა, მაგ­რამ პრო­კუ­რო­რო­ბა მინ­და“.-ამბობს შვილი

არ უყ­ვარ­და, როცა ვტი­რო­დით, ის მაიმედებს, რომ გმირი უწოდეს, მინდა მამამაც იამაყოს ჩემით - საგარეჯოში დაღუპული პოლიციელის შვილი

გმირი ხარ მამიიი - რას წერს საგარეჯოში გარდაცვლილი პოლიციელის შვილი

 

ambebi.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა