მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

"გარაჟში ქეიფობდნენ და შემდეგ დაიწყო კონფლიქტი მკვლელსა და მოკლულებს შორის" - ახალი დეტალები საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიიდან

ნახვები: 1690 "გარაჟში ქეიფობდნენ და შემდეგ დაიწყო კონფლიქტი მკვლელსა და მოკლულებს შორის" - ახალი დეტალები საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიიდან

საგარეჯოს პოლიციის სამმართველოში ამ დრომდე მიმდინარეობს იმ ადამიანების გამოკითხვა, ვისაც ორი დღის წინ მომხდარ ტრაგედიასთან რაიმე შემხებლობა ჰქონდა. ძირითადად დღეს მეზობლები გამოიკითხნენ. მათ დეტალურად გაიხსენეს თუ რა მოხდა ტრაგედიის ღამეს. 

"ვიცი, რომ გარაჟში ქეიფობდნენ და შემდეგ დაიწყო კონფლიქტი მკვლელსა და მოკლულებს შორის. ხმა არ გამიგია კონფლიქტის, პირდაპირ სროლის ხმა გავიგე,"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

გამოკითხვების პარალელურად, სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

რაც შეეხება დაჭრილებს, 3 მათგანი ამ დრომდე რჩება საგარეჯოს საავადმყოფოში. ორის მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია და ისინი უახლოეს პერიოდში დატოვებენ კლინიკას. 1 დაჭრილი კი, რომელიც თავიდანვე მძიმე იყო, ამ დრომდე მისი მდგომარეობა კრიტიკულად რჩება. 

 

ინოფრმაციას, რუსთავი 2 ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა