ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობს

ნახვები: 484 ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობს, ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. 

სანქციების ახალი პაკეტი სავარაუდოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, 24 თებერვალს, იქნება მზად. ამ ეტაპზე ევროკავშირში არ აკონკრეტებენ, რა ახალი შეზღუდვების დაწესებას აპირებენ.

როგორც ვარაუდობენ, სანქციების მეათე პაკეტის თემის წინ წაწევას ევროპელი დიპლომატების ნაწილი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე შეეცდებიან, რომელიც ორშაბათს, 23 იანვარს არის დაგეგმილი.

ევროკავშირს ასევე სურს უკრაინისთვის გადასაცემი სამხედრო მხარდაჭერის 500 მილიონი ევროს ღირებულების მორიგი ტრანში დამტკიცებაც. ამ ეტაპზე მის გადაცემას უნგრეთი ბლოკავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა