4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

პაატა მანგჯალაძე კობახიძეს - გაქებს გავრილოვი, მოსწონხარ ლავროვს, ასევე, სხვა რუს პროპაგანდისტებს, ანუ მოსწონხარ მტერს - ეს ნიშნავს, რომ უკვე უღალატე შენს ქვეყანას

ნახვები: 486 პაატა მანგჯალაძე კობახიძეს - გაქებს გავრილოვი, მოსწონხარ ლავროვს, ასევე, სხვა რუს პროპაგანდისტებს, ანუ მოსწონხარ მტერს - ეს ნიშნავს, რომ უკვე უღალატე შენს ქვეყანას

პირდაპირ გეტყვით, ირაკლი კობახიძეს მივმართავ, როცა გაქებს გავრილოვი, მოსწონხარ ლავროვს, ასევე, სხვა რუს პროპაგანდისტებს ანუ მოსწონხარ მტერს, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე უღალატე შენს ქვეყანას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, ფრენების აღდგენა რუსეთისგან ერთგვარი „ჯილდოა“, რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში, ქართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთმა საქართველოში ფრენები მას შემდეგ შეზღუდა, რაც ქართველებმა „გავრილოვის ღამეს“ ღირსებისა და თავისუფლების სურვილი გამოვხატეთ. ახლა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველომ დასავლეთის ზეწოლას გაუძლო და ფრენების აღდგენა დაიმსახურა. რა თქმა უნდა, ფრენების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ თუ ეს თავისუფლების ფასად უნდა დაგვიჯდეს, ასეთი ფრენები არაფრად ღირს. ეს რუსეთისგან არის ერთგვარი „ჯილდო“, რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში, ქართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის. ძალიან ცუდია, რომ ირაკლი კობახიძემ „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ვერ ისწავლა ჭკუა და ისევ გავრილოვის ჭკუაზე სიარული დაიწყო. პირდაპირ გეტყვით, კობახიძეს მივმართავ, როცა გაქებს გავრილოვი, მოსწონხარ ლავროვს, ასევე, სხვა რუს პროპაგანდისტებს, ანუ მოსწონხარ მტერს, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე უღალატე შენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ აღდგენილ ფრენებში უნდა გადავიხადოთ ჩვენი გეოპოლიტიკური არჩევანი, ეს საქართველოს არ უღირს.

მე, როგორც ვაკვირდები პროცესს, „ქართულ ოცნებას“ რეალობის განცდა დაკარგული აქვს და სანამ ხალხის მიერ ცხვირში მუშტი არ მოხვდებათ, ისინი გააგრძელებენ ამ მოღალატეობრივ პოლიტიკას. ჩვენ ამას მშვიდობიანი პროტესტით უნდა დავუპირისპირდეთ. არ გვაქვს დრო, რომ 2024 წლის არჩევნებს ველოდოთ. რუსებმა არა მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეიძლება ილაპარაკონ, არამედ შეიძლება თქვან, რომ თუ ნატოსა და ევროკავშირზე უარს ვიტყვით, მაგალითად, ახალგორში მიმოსვლას გაგვიმარტივებენ. ეს არის ფოჩიანი კანფეტები, რომლებიც არ უნდა ვიყიდოთ. ეშმაკისთვის სულის მიყიდვის გზა საქართველოს გაერთიანების გზა არ არის“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ხვდება, რომ თუ ახლა მკვეთრად არ დისტანცირდება „ქართული ოცნებისაგან“, ის მათ „რუსულ ჭაობში ჩაჰყვება“.

„რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი ემიგრანტების ოჯახში გაზრდილი ადამიანია, განათლება საფრანგეთში აქვს მიღებული და კარგად ხვდება, რომ თუ ახლა მკვეთრად არ დისტანცირდება „ქართული ოცნებისაგან“, ის მათ რუსულ ჭაობში ჩაჰყვება“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა