ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

“უკანასკნელი მეფაიტონე ემშვიდობება თბილისს” - პაატა ბურჭულაძე

ნახვები: 480 “უკანასკნელი მეფაიტონე ემშვიდობება თბილისს” - პაატა ბურჭულაძე

ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში, სადაც სახალხო არტისტის ბუბა კიკაბიძის პანაშვიდი მიმდინარეობს, პატივს მიაგებენ ხელოვანები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ჟურნალისტებთან საუბარში ყველა მათგანი იხსენებს დიდი არტისტის ღვაწლს და გამორჩეულ შემოქმედებით ნიჭთან ერთად ხაზს უსვამენ მის დადებით პიროვნულ თვისებებს. ყველა მათგანი ამბობს, რომ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებით ერთი დიდი ეპოქა დასრულდა.

„სიმღერა, რაც ისმის - “უკანასკნელი მეფაიტონე ემშვიდობება თბილისს” - ეს არის ბუბაზე. უკანასკნელი ყარაჩოღელი, ნამდვილი ქართველი, თბილისელი ემშვიდობება თბილისს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს დრო დადგა, მაგრამ ის ჩვენთვის ყოველთვის ცოცხალი იქნება”, - აცხადებს მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა