მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ილია მეორე - დიდია გულისტკივილი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო, მას ჰქონდა გამორჩეული უნარი, სითბო და სიყვარული

ნახვები: 623 ილია მეორე - დიდია გულისტკივილი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო, მას ჰქონდა გამორჩეული უნარი, სითბო და სიყვარული

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„დიდია ჩვენი გულისტკივილი აღიარებული მომღერლისა და მსახიობის, ბატონ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო. მას ძველი დროიდან ვიცნობდი პირადად, რადგან მისი დედა, ქალბატონი მანანა ბაგრატიონი, სიონის საკათედრო ტაძრის მგალობელი იყო ჯერ კიდევ ათეისტური რეჟიმის პერიოდში და ეს, ბუნებრივია, ხელს უწყობდა ჩვენს ურთიერთობას ბატონ ვახტანგთან.

მინდა, აღვნიშნო, რომ ამ პიროვნებას ჰქონდა გამორჩეული უნარი სცენიდან თუ ფილმებიდან სითბო და სიყვარული მაყურებლამდე ისე მიეტანა, რომ ეს გრძნობა წარუშლელად დარჩენილიყო მათში. ამიტომაც იქცა იგი და ბ-ნი ფრუნზე მკრტიჩიანი – „მიმინოს“ გმირები, – მეგობრობის ძეგლად ქცეულ სიმბოლოდ.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ვახტანგის უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა განუსვენოს მას, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიჰმადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა“,- აღნიშნულია ილია მეორის სამძიმრის წერილში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა