ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდა — კალასი: „პუტინს ყველაზე მტკივნეულ ადგილას ვარტყამთ“
კლინიკა: ვერაზე სროლის საქმეზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა
თენგიზ აბლოთია - ქურდული მენტალიტეტი, ყოფითი აგრესია და ქვეყანა, რომელიც ავადაა
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება: „ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა იდიოტის ან პროვოკატორის საქციელია“
კლინიკა „ჰელსიკორი“: ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა ოპერაციის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაშია
Freedom House ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ვერაზე სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი
Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea

EBRD - მხარს ვუჭერთ საქართველოში უფრო ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას

ნახვები: 893 EBRD - მხარს ვუჭერთ საქართველოში უფრო ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მხარს უჭერს საქართველოში უფრო ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, 50,6 მილიონ ევრომდე სუვერენული სესხი თბილისში 12-მდე მეტროსადგურის რეაბილიტაციისა და განახლების დაფინასების საშუალებას იძლევა, – ამის შესახებ საქართველოსთან ხელმოწერილ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში აცხადებენ, ფინანსური პაკეტი ასევე მოიცავს ხუთ მილიონ ევრომდე საინვესტიციო გრანტს მწვანე კლიმატის ფონდისგან (GCF).

„თბილისი, რომლის მოსახლეობა 1.2 მილიონს შეადგენს, ერთ-ერთი პირველი შეუერთდა EBRD-ის მწვანე ქალაქების პროგრამას, რომელიც მხარს უჭერს მის წევრებს გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევაში მდგრადი ინვესტიციების და პოლიტიკური ღონისძიებების საშუალებით. ეს ქალაქი ასევე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მწვანე ქალაქების სამოქმედო გეგმა (GCAP) შეიმუშავა. თბილისმა უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს თავისი ძალისხმევით, მათ შორის ავტოპარკის განახლებისა და ქსელის რესტრუქტურიზაციის კუთხით.

ახალი სესხი ეფუძნება ამ ფართო ძალისხმევას, რომლის ნაწილი გულისხმობს კერძო ტრანსპორტიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლის წახალისებას. ქალაქის სატრანსპორტო სისტემა სარგებელს მიიღებს მისი მეტროსადგურების საიმედოობის, ეფექტურობის და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის ამაღლების შედეგად. ესკალატორების უკეთესი განათება, ვენტილაცია და ენერგოეფექტურობა გააუმჯობესებს თბილისელების ყოველდღიური მგზავრობის ხარისხს, ხოლო სადრენაჟე სისტემების კაპიტალური რემონტი ქსელის კლიმატისადმი მედეგობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში.

მათივე განცხადებით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აქტივების მართვის ახალ გეგმასთან ერთად, რომელიც პროექტის ფარგლებში დაფინანსდება, გაზრდის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის (TTC) შემოსავალს, რომელიც არ არის ტარიფთან დაკავშირებული, ამავდროულად გააუმჯობესებს სერვისს აუცილებელი ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო დროის შემცირების გზით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პროექტი ასევე გააუმჯობესებს მეტროს ენერგოეფექტურობას და დაეხმარება ქალაქს, ააშენოს უფრო ეფექტური და კლიმატურად მდგრადი ინფრასტრუქტურა.

„EBRD წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორია საქართველოში. საქმიანობის დაწყებიდან, ბანკმა ინვესტირება მოახდინა ქვეყანაში სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტში, მათ შორის ფინანსური, კორპორატიული, ურბანული, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით.

ჩვენ ხელს ვაწერთ სესხის ხელშეკრულებას თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი გააუმჯობესებს გარემოს და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხარისხს. ჩვენ ასევე იმედი გვაქვს რომ პროექტის წარმატებული შესრულება მეტ ხალხს უბიძგებს საჯარო ტრანსპორტით სარგებლობისკენ. პროექტი გააუმჯობესებს მეტრო სადგურების ხელმისაწვდომობას, სანდოობას და უსაფრთხოებას. პროექტი ასევე გააუმჯობესებს მეტროს ენერგოეფექტურობას და დაეხმარება ქალაქს, ააშენოს უფრო ეფექტური და კლიმატურად მდგრადი ინფრასტრუქტურა.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბანკს, როგორც ჩვენ საიმედო პარტნიორს, რომელიც ბევრს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის და წვლილი შეაქვს მის განვითარებაში. იმედი მაქვს რომ ეს პროდუქტიული პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

თავის მხრივ, პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში ​EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისში და პირადად ვაწერ ხელს ამ შეთანხმებას ჩვენს მრავალწლიან პარტნიორებთან. ბოლო წლებში თბილისმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ურბანული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციის მიმართულებით მზარდი გარემოსდაცვითი გამოწვევების გადასაჭრელად. მოხარული ვართ, რომ EBRD-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ პროცესში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება“, – განაცხადა მარკ ბოუმენმა.

EBRD-მა საქართველოში დღემდე ხუთ მილიარდზე მეტი ევროს ინვესტიცია განახორციელა 280 პროექტის ფარგლებში, რომელთა 80 პროცენტზე მეტი კერძო სექტორზე მოდის. ბანკის საინვესტიციო ძირითადი სფეროები ფინანსურ სექტორს, მდგრად ინფრასტრუქტურას, წარმოებას და მომსახურებას, და მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs) მოიცავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა