4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ილია დარჩიაშვილი - დავოსში, ირაკლი ღარიბაშვილს ექნება ცალსახად მიმზიდველი და საინტერესო გზავნილები

ნახვები: 507 ილია დარჩიაშვილი - დავოსში, ირაკლი ღარიბაშვილს ექნება ცალსახად მიმზიდველი და საინტერესო გზავნილები

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაში პრემიერ-მინისტრს ექნება კონკრეტული გზავნილები, რომელიც ცალსახად იქნება მიმზიდველი და საინტერესო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, დავოსში განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ეკონომიკურ განზომილებაში.

„გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტიო შვეიცარიაში. დავოსში მიმდინარეობს შეხვედრები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან. პარალელურად იმართება შეხვედრები მსხვილ საერთაშორისო ბიზნეს კომპანიებთან, რომლებთანაც მიმდინარეობს ძალიან აქტიური დიალოგი ჩვენი ქვეყნის მიმზიდველი საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას პანელურ დისკუსიაში, სადაც საუბარი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე და ზოგადად, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიასა და ევროპის დამაკავშირებელ იმ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც ზრდიან ჩვენი ქვეყნის როლს და მნიშვნელობას. შუა კორიდორი დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემატიკას, რომელიც საინტერესოა ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საქართველო და ის პოტენციალი, რომელიც ჩვენმა რეგიონმა, ცენტრალურმა აზიამ უნდა შესთავაზოს ევროპას და ამ მიმართულებით, პანელურ დისკუსიაში პრემიერ-მინისტრს ექნება კონკრეტული გზავნილები, რომელიც ცალსახად იქნება მიმზიდველი და საინტერესო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის. პრემიერ-მინისტრი ასევე ისაუბრებს ჩვენი ქვეყნის იმ მნიშვნელოვან როლზე, ეკონომიკურ განზომილებაში, რომელიც აქვს საქართველოს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა