4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ვოლოდიმირ ზელენსკი - თითოეული პირი, ვისაც დნიპროში ჩადენილ სამხედრო დანაშაულში ბრალი მიუძღვის, გამოვლინდება და პასუხს აგებს

ნახვები: 508 ვოლოდიმირ ზელენსკი - თითოეული პირი, ვისაც დნიპროში ჩადენილ სამხედრო დანაშაულში ბრალი მიუძღვის, გამოვლინდება და პასუხს აგებს

თითოეული პირი, ვისაც დნიპროში ჩადენილ სამხედრო დანაშაულში ბრალი მიუძღვის, გამოვლინდება და პასუხს აგებს, – ამის შესახებ ყოველდღიური მიმართვისას უკრიანის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულია 40 ადამიანი, მათგან სამი ბავშვი.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაიწყო ინფორმაციის დადგენა იმ რუს სამხედროებზე, ვინც მოამზადა და განახორციელა ეს დარტყმა. ყოველგვარი ეჭვის გარეშეა, რომ თითოეული, ვისაც ამ სამხედრო დანაშაულში ბრალი მიუძღვის, გამოვლინდება და პასუხს აგებს. ეს დარტყმა დნიპროზე, ისევე როგორც სხვა მსგავსი დარტყმები, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას ექვემდებარება. ჩვენ ვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ შესაძლებლობას – როგორც ეროვნულს, ისე საერთაშორისოს, რათა ყველა რუსმა მკვლელმა, ყველამ, ვინც გასცემს და ასრულებს ბრძანებებს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ სარაკეტო ტერორის შესახებ, კანონიერი განაჩენი მიიღოს და დაისაჯოს. ეს არის პრინციპული ამოცანა უკრაინისა და ჩვენი პარტნიორებისთვის. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ჩვენს სახელმწიფოს მხარს უჭერს სამართლიანობისკენ გზაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრიანის პრეზიდენტის თქმით, დნიპროზე მიტანილი სარაკეტო იერიში, ასევე რუსეთის ახალი მცდელობა, ხელში ჩაიგდოს ინიციატივა ომში, აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დაჩქარდეს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გადაწყვეტილებების მიღება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა