მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

85 წლის ასაკში ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე გარდაიცვალა

ნახვები: 1410 85 წლის ასაკში ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე გარდაიცვალა

85 წლის ასაკში ქართველი მომღერალი და მსახიობი, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე გარდაიცვალა.

ბუბა კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს თბილისში დაიბადა. 1980 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.  იყო სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერი, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი. თბილისის საპატიო მოქალაქე

1959–1965 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961–1963 წლებში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. 1967 წლიდან ვოკალური ინსტრუმენტული ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. საერთაშორისო კინო ფესტივალზე „კარტახანი-70“ მიღებული აქვს პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო დონისთვის ფილმში „არ დაიდარდო“ (1969). სახელმწიფო პრემია ფილმში „მიმინო“ (1978).

კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს არა ერთი სახე. მათ შორის ისეთ ფილმებში, როგორებიცაა  „არ იდარდო!“, „მიმინო“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა