თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

დადასტურებულია, რომ დნიპროში მდებარე კორპუსს რუსეთმა კურსკის ოლქიდან Kh-22 რაკეტა ესროლა, რომლის ქობინის წონა დაახლოებით 950 კგ-ია

ნახვები: 629 დადასტურებულია, რომ დნიპროში მდებარე კორპუსს რუსეთმა კურსკის ოლქიდან Kh-22 რაკეტა ესროლა, რომლის ქობინის წონა დაახლოებით 950 კგ-ია

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნიათ ისეთი ტიპის რაკეტების ჩამოსაგდები იარაღი, რომელთაგან ერთ-ერთი დნიპროში მდებარე კორპუსს მოხვდა და მთელი მონაკვეთი გაანადგურა.

„2023 წლის 14 იანვარს უკრაინის ტერიტორიაზე ხუთი TU-22m3 რუსული შორეული ბომბდამშენიდან ხუთი Kh-22 რაკეტა გაისროლეს. რაკეტები გაშვებული იქნა კურსკის რეგიონიდან და აზოვის ზღვიდან. ერთ-ერთი Kh - 22 რაკეტა, გაშვებული კურსკის ოლქიდან დაახლოებით 15:30 საათზე, მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს ქალაქ დნიპროში“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა.

რადარის საშუალებით რაკეტის გაშვების სავარაუდო ადგილი, სიმაღლე და ფრენის სიჩქარე გამოვლინდა.

”ეჭვგარეშეა, რომ ეს იყო Kh-22 რაკეტა”, - ხაზგასმით აღნიშნა ოლეშჩუკმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნიათ ასეთი ტიპის რაკეტების ჩამოსაგდების იარაღი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურის თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დღემდე უკრაინის ტერიტორიაზე ამ ტიპის 210-ზე მეტი რაკეტაა გასროლილი.

Kh-22-ის ქობინის წონა დაახლოებით 950 კგ. მაქსიმალური დიაპაზონი 600 კმ-მდეა. დიდი მანძილიდან გამოყენებისას, სამიზნედან გადახრა შეიძლება იყოს ასობით მეტრი.

„მხოლოდ საზენიტო სარაკეტო სისტემებს, რომლებიც შეიძლება მომავალში უკრაინას მიაწოდონ დასავლელმა პარტნიორებმა (როგორიცაა Patriot PAC-3 ან SAMP-T) შეუძლიათ ამ საჰაერო სამიზნეების ჩაჭრა“, - განმარტა ოლეშჩუკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა