4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

ზურაბ აზარაშვილი - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არსებობდეს ბავშვთა და მოზრდილთა ონკოლოგიური დაწესებულების სახელმწიფო ალტერნატივა

ნახვები: 486 ზურაბ აზარაშვილი - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არსებობდეს ბავშვთა და მოზრდილთა ონკოლოგიური დაწესებულების სახელმწიფო ალტერნატივა

აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არსებობდეს ბავშვთა და მოზრდილთა ონკოლოგიური დაწესებულების სახელმწიფო ალტერნატივა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელმა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სამინისტროში მუშაობა დაწყებულია.

„დაახლოებით, 2 თვის წინ, როცა „იაშვილის კლინიკაში“, სამინისტროს მხრიდან, სხვადასხვა პრობლემები დაფიქსირდა, დავაყენეთ საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ არის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისის მიმწოდებელი სხვა დაწესებულება და რატომ არ შეიძლება იყოს ეს სახელმწიფო?! პრობლემები, რაც იყო დაფიქსირებული მშობლების მხრიდან, მკურნალობისა და ექიმებთან კომუნიკაციის ნაწილში, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არსებობდეს ბავშვთა და მოზრდილთა ონკოლოგიური დაწესებულების სახელმწიფო ალტერნატივა“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მინისტრმა „იხილოვის სამედიცინო ცენტრთან“ თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უცხოელი კოლეგების გამოცდილება ქართულ მხარეს მნიშვნელოვნად დაეხმარება.

„უკვე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას და პრაქტიკას ეცნობოდა. ერთ-ერთი ყველაზე კარგი პრაქტიკა ისრაელს აქვს. გასული 2 დღის განმავლობაში, სამინისტროს მოწვევით შეხვედრები გაიმართა ისრაელის დელეგაციასთან, ადგილზე მოხდა იმ შესაძლებლობების შეფასება, თუ რა შესაძლებლობები გვაქვს ქვეყანაში ამ მიმართულებით, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე - აღჭურვილობის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ასევე, განათლებისა და მედ პერსონალის საკითხი, რადგან ახალგაზრდა თაობისთვის, რომელიც ამ მიმართულებით აპირებს რეზიდენტურის გაგრძელებას, რეზიდენტული პროგრამები უნდა შეიქმნას ნულიდან. მანამდე კი, წარმატებული სტუდენტების გაგზავნა უცხოეთში სახელმწიფო დაფინანსებით მოხდება. სწავლის დასრულების შემდგომ კი ისინი მუშაობას სახელმწიფო კლინიკაში განაგრძობენ“, - ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა