თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ორი წლის წინ რომ ვიღაცამ დამირეკა, ახლა გაახსენდათ - გიული ალასანია

ნახვები: 614 ორი წლის წინ რომ ვიღაცამ დამირეკა, ახლა გაახსენდათ - გიული ალასანია

„არც მომისმენია და არც მაინტერესებს ეს სისულელეები. ორი წლის წინ რომ ვიღაცამ დამირეკა, ახლა გაახსენდათ ორი წლის წინანდელი ამბავი, ახლა მაინცდამაინც, როცა ჩემი შვილის პროცესები მიდის?! რას ნიშნავს ახლა ეს? რა თქმა უნდა უარვყოფ, რა სისულელეა, რას ბოდავენ, რას ჩხლართავენ. შეიძლება ყველა იყოს, ვინც ჩემი და ჩემი შვილის წინააღმდეგია. არ გელაპარაკებით, ეს თემა საერთოდ არ მაინტერესებს“, – განცაცხადა გიული ალასანიამ.

 ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს მონტაჟი და სისულელე უწოდა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “რუსთავი2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიის ინფორმაციით, გავრცელებული ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ფიგურირებს და საუბრობს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, გიული ალასანია სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ “ძალიან ეშინია” და “მთავარი ის არის, რას ფიქრობს რუსეთი ამ მომენტში”. ასევე ჩანაწერის თანახმად, გიული ალასანია საუბრობს ოპოზიციაზე და მათ „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში საუბარია გიორგი გახარიაზეც, რომელსაც „მომავლისთვის ამზადებენ“. გარდა ამისა, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, ნახსენებია ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც „რუსებს არ უნდათ”. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა