თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - რიტორიკა ნატოს ღია კარზე უკრაინისთვის საკმარისი არ არის - გადაწყვეტილება ვილნიუსში იქნება, ჩვენ ძალიან ველით ძლიერ ნაბიჯებს

ნახვები: 629 ვოლოდიმირ ზელენსკი - რიტორიკა ნატოს ღია კარზე უკრაინისთვის საკმარისი არ არის - გადაწყვეტილება ვილნიუსში იქნება, ჩვენ ძალიან ველით ძლიერ ნაბიჯებს

ნატოს ღია კარის შესახებ რიტორიკა არასაკმარისია უკრაინისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლვოვში პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა ვილნიუსში ზაფხულში დაგეგმილ ალიანსის სამიტზე უკრაინის ნატოში წევრობის შესახებ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელის.

“რაც შეეხება ვილნიუსს. დღეისთვის ღია კარების შესახებ რიტორიკის სახით უბრალოდ უკრაინის მხარდაჭერა არასაკმარისია. უფრო ზუსტად, არასაკმარისია ჩვენი სახელმწიფოს მოტივირებისთვის, უფრო კონკრეტულად რომ ვილაპარაკოთ - არასაკმარისია ჩვენი მეომრების მოტივირებისთვის”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება მოიყვანა როგორც კონკრეტული გადაწყვეტილების მაგალითი, რომელიც უკრაინას მოტივაციას უჩენს.

“ჩვენ წინ გადადგმული ნაბიჯები გვჭირდება. გადაწყვეტილება ვილნიუსში იქნება. ჩვენ ძალიან ველით ძლიერ ნაბიჯებს. ჩვენ უფრო მეტს ველით, ვიდრე ღია კარებს. ისეთი რაღაცები, როგორც კანდიდატის სტატუსი, მოტივაციას გვიჩენს. რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, რომ დაპირებებს არ გვაჭმევენ, რომ რეალურად თანასწორებს შორის გვხედავენ. წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დიალოგის გახსნა მოტივაციას გვიჩენს, ვიბრძოლოთ. ისევე, როგორც ვილნიუსის სამიტზე წინ გადადგმული ნაბიჯები”, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა