თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

გივი მიქანაძე - ბენ ჰოჯესის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია და მიმართულია საქართველოს საწინააღმდეგოდ

ნახვები: 625 გივი მიქანაძე - ბენ ჰოჯესის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია და მიმართულია საქართველოს საწინააღმდეგოდ

ბენ ჰოჯესის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია და მიმართულია საქართველოს საწინააღმდეგოდ, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. 

„რეალურად ვხვდებით, რომ ამ ადამიანის მიზნები აბსოლუტურად სხვა არის და საკუთარი განცხადებებით ცდილობს, მცირე წვლილი შეიტანოს იმ საერთო დამაზიანებელ კამპანიაში, რომელიც, რამდენიმე თვეა, საქართველოს წინააღმდეგ არის აგორებული, რათა ამ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას და საქართველო საომარ მოქმედებებში ჩაერთოს. რეალურად იკვეთება კავშირები, რაც ამყარებს პოზიციას, რომ ეს არის ლობისტური საქმიანობის კონკრეტული კომპონენტი და ბენ ჰოჯესიც ამ აქტივობებშია ჩართული“, – განაცხადა მიქანაძემ.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „ვერ ვხვდები, რა არის სასარგებლო საქართველოსთვის კრემლის ხელბორკილებში, რადგან კრემლი აგებს ამ ომს, ეკონომიკა ჩამონგრეულია.“

როგორც ჟურნალისტებს მიქანაძემ განუცხადა, როდესაც აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ქვეყნის რეპუტაციისა და ავტორიტეტისთვის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს, ამ კონტექსტში ლეგიტიმური კითხვები ჩნდება.

მისი თქმით, ბენ ჰოჯესის მიერ გაკეთებული განცხადება სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, მასში პირდაპირ იკითხება „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების ნარატივი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა