ელენე ხოშტარია - პროკურატურის ე.წ. ბრალდება სწორედ ის შემთხვევაა, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებ
წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე, მათ შორის დამატებით სამედიცინო გამოკვლევებზე უარს იტყვის, 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება
„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს ვლადიმერ სტეფანიანს პატიმრობა შეეფარდა
ანტიკორუფციულმა ბიურომ „გრანტების კანონის“ საფუძველზე ჟურნალ "ინდიგოს" მიმართ წარმოება დაიწყო - რედაქცია
ე.წ. "ვისკის საქმის" ერთ-ერთი ბრალდებული ბორის გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
მიხეილ სააკაშვილი - ღარიბაშვილს და ლილუაშვილს შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“
ვოლოდიმირ ზელენსკის დონალდ ტრამპთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III დაეხმარა

ამერიკელი ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლახანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

09.01.2023 ნახვები: 693

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ამერიკელი ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი დისტანციურად ერთვება. ამ ეტაპზე ამერიკელ ნევროლოგს კითხვებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მიმართა.

შაჰინ ემანუელ ლაჰანის განცხადებით, სააკაშვილი სერიოზულად არის ავად.

„სააკაშვილს აწუხებს თავის ტვინის, ზურგის ტვინისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქცია. ყველაზე მძიმე დიაგნოზი, რაც მას აქვს, არის დემენცია, ასევე კრუნჩხვები. სააკაშვილს აქვს პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, რაც ართულებს სიარულს. ამასთან, ზეწოლა ხერხემლისა და კისრის მიდამოში, მალთა შუა დისკებს შორის, ანუ ზურგის ტვინზე. აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი შეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას. ეს ყველაზე სერიოზულია იმ სამედიცინო მდგომარეობებს შორის, რაც მას აქვს. სააკაშვილს ასევე აქვს გონების გარდამავალი დაკარგვა, დემენცია, კუნთების მნიშვნელოვანი განლევა. ეს არის სია მისი სერიოზული დააავადებების, რომლებიც ვთვლი, ხელის შემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის“, – აღნიშნა ნევროლოგმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას.

„ციხეში მოთავსებამდე ნევროლოგიური მდგომარეობის მხრივ იყო ჯანმრთელად და ინტელექტუალური ფუნქციები ჰქონდა თავისუფლად, შეეძლო ადამიანებთან სრულყოფილად ურთიერთობა. დაპატიმრების შემდეგ სახეზე იყო ამ შესაძლებლობების მკვეთრი დაქვეითება და ეს მეც გამოვავლინე გასინჯვის დროს. მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას, განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლიათ, მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე, თუ მკურნალობა არ არის სწორად ჩატარებული. მისი გასინჯვის შემდეგ, მე ვხედავ, რომ ამის საშიშროება არის, რამდენადაც მას სწორი მკურნალობა არ უტარდება. რაც შეეხება დემენციას, შემიძლია გითხრათ, რომ მისი მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება. ეს არის სწრაფად დამძიმებადი დემენციის მიმდინარეობა. დემენცია იწვევს ადამიანის ყოველდღიური აქტივობების დარღვევას, როგორიცაა საკუთარი თავის მოვლა და ასე შემდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ მას არ ეწევა სწორი მკურნალობა, ვერ ვხედავ შესაძლებლობას, ამ პირობებში გამოჯანმრთელდეს.  ვიდრე სხვებისგან არ მივიღე ინფორმაცია, არ უთქვამთ, რომ კრუნჩხვები ჰქონდა და გამოკვლევისას დაეცა. მის სხეულზე აღმოვაჩინე დაზიანებები. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მას არ ახსოვს ეს ეპიზოდი, რაც დამახასიათებელია ამ ტიპის კრუნჩხვებისთვის. ეს ვუთხარი სამედიცინო პერსონალს, თუმცა არ მისცემია შესაბამისი მკურნალობა. ჩემთვის ეს ნათელი დადასტურებაა, რამდენად არაადეკვატურია მის მიმართ გაწეული მკურნალობა“, – განაცხადა შაჰინ ემანუელ ლაჰანიმ სასამართლო პროცესზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა