მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

საქართველოში უამინდობაა - დასავლეთში „-5“, აღმოსავლეთში „-10“ გრადუსი

ნახვები: 838 საქართველოში უამინდობაა - დასავლეთში „-5“, აღმოსავლეთში „-10“ გრადუსი

9-12 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან – ძლიერი თოვაა მოსალოდნელი.

„10-11 იანვარს ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ, შესაძლებელია, გამოიწვიოს ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით, ლიმონის) დაზიანება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ტემპერატურის -8, -10 გრადუსამდე დაწევამ – თოვლის საფარის გარეშე დარჩენილი საშემოდგომო ნათესების დაზიანება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-12 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი (32-34 მ/წმ). საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე – შემოყინულობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა