მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

კახა კუჭავა - დღეს რაც პარლამენტში ვიხილეთ, არ ვიცი, ვის ინტერესებშია, თუ არა ჩვენი მტრის

ნახვები: 449 კახა კუჭავა - დღეს რაც პარლამენტში ვიხილეთ, არ ვიცი, ვის ინტერესებშია, თუ არა ჩვენი მტრის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, ის, რაც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ხდებოდა, მხოლოდ მტრის ინტერესებში შეიძლება, იყოს.

კუჭავას თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ პროცესის ჩაშლას იმ მოთხოვნით, რაზეც უმრავლესობაც თანახმაა.

„ის, რაც დღეს აქ ვიხილეთ, არ ვიცი, ვის ინტერესებშია, თუ არა ჩვენი მტრის. მცდელობაა, ჩაიშალოს პროცესი იმ მოთხოვნით, რომელზეც თანახმაა უმრავლესობაც. ვისაუბრეთ ამაზე. იქნება საგამოძიებო კომისია და რიგგარეშე სხდომა, სადაც მინისტრს მოვიწვევთ, თარიღზე უნდა შევთანხმებულიყავით", - აღნიშნა კუჭავამ.

კუჭავამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, ნუ ცდილობენ, შეურაცხყონ ის, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის - ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

„ის, რომ შემოიპარნენ პარლამენტში ის ადამიანები, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდა, არც საშვი იყო დაშვებული, უბრალოდ შემოიპარნენ და შემდეგ რაც სასესიო დარბაზში ხდებოდა, ეს ვინმეს მიგაჩნიათ ნორმალურად? მესმის პროტესტი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს უფლება, მაგრამ ეს ჩხუბი, აყალ-მაყალი, ბლოკირება, ერთი კითხვა დასვით, ვის აძლევს ეს ხელს. დანაშაული ხდება ყველგან და სამწუხაროდ, მარტო საქართველო არ არის, სადაც ევროკავშირის დროშას ხევენ. რეაგირებაც შესაბამისი იყო. სამწუხაროდ, არ არსებობს ჩვენთან საკანონმდებლო ბაზა, როგორ დავიცვათ ეროვნული სიმბოლიკა, სჯობს, ამაზე ვიმსჯელოთ. ნუ ცდილობთ, შეურაცხყოთ ის, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის - ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია. არავინ ამბობს, რომ რაც მოხდა, კარგი იყო, მაგრამ ვერ ვნახეთ სამართლებრივი ნორმა, როგორ შეიძლება ეს დავიცვათ და ვაგებინოთ პასუხი", - განაცხადა კუჭავამ.

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა