4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ილია მეორე:უნდა დავეხმაროთ მოყვასს, ყოველ ადამიანს, გაჭირვებულს, ღმერთი დაგეხმარებათ თქვენ

ნახვები: 507 ილია მეორე:უნდა დავეხმაროთ მოყვასს, ყოველ ადამიანს, გაჭირვებულს, ღმერთი დაგეხმარებათ თქვენ

უნდა დავეხმაროთ მოყვასს, ყოველ ადამიანს, გაჭირვებულს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში, საშობაო ლიტურგიის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

„ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, დღეს ბედნიერი დღეა, შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ყოველ წელიწადს აქვს თავისი განსხვავება. ეს წელიწადი განსხვავდება იმით, რომ მრავალი განსაცდელი აქვს ადამიანს. მოციქული ამბობს: ,,ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“. უნდა დავეხმაროთ მოყვასს, ყოველ ადამიანს, გაჭირვებულს. ღმერთი დაგეხმარებათ თქვენ. ჩვენ ვთხოვთ უფალს, რომ ქრისტე იშვას ჩვენს გულებში, ამინ! ჩვენთან არს ღმერთი“, – მიმართა პატრიარქმა სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილებს.

სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. საშობაო ლიტურგიის წინ მრევლს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა