ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

მეუფე ნიკოლოზი - პატრიარქის წერილში კონკრეტულ რეალობასთან „შეგუების“ მსგავსი არაფერი წერია, საუბარია ჭეშმარიტი რეალობის შემეცნებაზე

ნახვები: 484 მეუფე ნიკოლოზი - პატრიარქის წერილში კონკრეტულ რეალობასთან „შეგუების“ მსგავსი არაფერი წერია, საუბარია ჭეშმარიტი რეალობის შემეცნებაზე

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სისტემატური ზიარებითა და სხვა რელიგიური საიდუმლოებებით რეალობას შეიცნობს.

მისი თქმით, პატრიარქის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში სიტყვა „შეგუება“ არსად წერია და მასში მხოლოდ ჭეშმარიტი რეალობის შეცნობაზეა საუბარი.

„როგორც წესი, მიხეილ სააკაშვილს ორ კვირაში ერთხელ ვნახულობ. გუშინ დაუკარგავს გონება, ამის შემდეგ, გადასხმები გაუკეთეს და ახლა შედარებით უკეთ იყო, ამიტომ ჩვენი კომუნიკაციაც შედგა. ბოლო შეხვედრის შემდეგ მე ვიმოგზაურე ათონის მთაზე და ძირითადად, ჩემს მოგზაურობაზე ვუყვებოდი.

შევეხეთ პატრიარქის წერილის თემასაც. კონკრეტულ რეალობასთან „შეგუების“ მსგავსი იქ არაფერი ეწერა. სიტყვა შეგუება საერთოდ არ არის ნახსენები. ის რაც წერია, ხალხისთვის სრულიად გაუგებარია. აქ საუბარია ჭეშმარიტი რეალობის შემეცნებაზე. ეს სიტყვებიც არ იქნებოდა ამ წერილში, რომ არა ერთი გარემოება - წელიწადზე მეტია, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მიხეილ სააკაშვილი სისტემატურად ეზიარება. მის პირველ ზიარებასა და ბოლო ზიარებას შორის ძალიან დიდი სხვაობაა სწორედ იმიტომ, რომ ამ საიდუმლოებებით ეს ადამიანი რეალობას შეიცნობს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

გარდა ამისა, როგორც მეუფე ნიკოლოზმა კლინიკა „ვივამედთან“ აღნიშნა, ეკლესია პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით ვერ მიმართავს, რადგან სახელმწიფო და იურიდიულ პროცესებში ვერ ჩაერევა.

ასევე, მისივე აზრით, მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობის კურსი აუცილებლად უცხოეთში უნდა გაიაროს.

„ეკლესიას უფლება არ გვაქვს, რომ შეწყალების აქტთან დაკავშირებით, პრეზიდენტსა და მთავრობაზე გავლენა მოვახდინოთ. ეკლესიის პოზიცია დაფიქსირებულია იმით, რომ მე აქ დავდივარ. მე თვითონ, როგორც თვითმხილველი, ბევრჯერ ვიმეორებ, რომ ჩემი ძალიან მკაფიო აზრი არის ასეთი, მან მკურნალობის კურსი აუცილებლად უცხოეთში უნდა გაიაროს. ჩვენ სახელმწიფო და იურიდიულ პროცესებში ვერ ჩავერევით. ჩვენ ამის პრეცედენტიც გვაქვს, მივმართეთ პრეზიდენტს დეკანოზი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით და პრეზიდენტმა ის არ შეიწყალა. ჩვენ მეტი არაფერი შეგვიძლია“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა