მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ირაკლი ხმალაძე - მეცინება, რატომ უწოდეს "რუსული სოფელი" - ვაკეთებთ ისეთ სოფელს, როგორიც ევროპაშია

ნახვები: 759 ირაკლი ხმალაძე - მეცინება, რატომ უწოდეს "რუსული სოფელი" - ვაკეთებთ ისეთ სოფელს, როგორიც ევროპაშია

ცოტა უცნაურია, მეცინება, რატომ უწოდეს ამას "რუსული სოფელი" - ვაკეთებთ ისეთ სოფელს, როგორიც არის ევროპაში, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის „კარებთან რუსული სოფელია“.

"ვინ ვის უკითხავს მორალს არ ვიცი, მეც ახლა მივიღე ეს ინფორმაცია. ცოტა უცნაურია, მეცინება, რატომ უწოდეს ამას რუსული სოფელი. მე მინახავს ასეთი სოფელი ევროპაში, ვაკეთებთ ისეთ სოფელს, როგორიც არის ევროპაში. რუსეთში მე პირადად არ ვყოფილვარ, ვინც ყოფილა, მან შეიძლება გააკეთოს შეფასება. მე წარმოდგენა არ მაქვს”, - აცხადებს ირაკლი ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი სასახლის კარებთან „რუსული სოფელია“.

„რუსული სოფელია, აგერ ჩემს კარებთან. არცერთ ქვეყანაში არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ, მით უმეტეს ასეთ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა