კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გიორგი მარგველაშვილი - საქართველო მეორედ არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს

ნახვები: 597 გიორგი მარგველაშვილი - საქართველო მეორედ არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს

 

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ 130-ზე მეტი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართვას აქტივისტები და მოქალაქეებიც უერთდებიან.

მიმართვის გავრცელების ინიციატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია, რომელიც ამბობს, რომ მიმართვის მთავარი ადრესატი ქართული საზოგადოებაა.

მიმართვის მთავარი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ და მისი „სიკვდილით წამება“ შეწყდეს.

„მთავარი მიმართვის ადრესატი ქართული საზოგადოებაა. მიმაჩნია, რომ მთავარი, სადაც წყდება ბედი ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის არის ქართული საზოგადოება, მერე ამას მოჰყვება პარტნიორები, მერე მოჰყვება პოლიტიკური პროცესი. მთავარია პოლიტიკური პოზიციის კონსოლიდაცია და ვფიქრობ, რომ კონსოლიდაცია იმის ირგვლივ, რომ საქართველოში არ ხდებოდეს წამებით სიკვდილი, ნებისმიერი მოქალაქის. საქართველო მეორედ უკვე არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს, ამის თაობაზე შეიძლება ქართული საზოგადოება ჩამოყალიბდეს. შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ხელი მოაწეროს, ვისაც გულწრფელად წამს, რომ წამება და მკვლელობა მიუღებელია. ხელმოწერა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, ასევე, უცხოეთის მოქალაქეს.

მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობას მე არ განვიხილავ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლიდან ბოლო მუხლამდე ყველა მუხლი ერთად რომ მოეხერხებინა და დაერღვია, მაინც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს წამებით სიკვდილის განაჩენი. შესაბამისად, ის რაც ხდება მის ირგვლივ და ეს ჩემი პოლიტიკური პოზიცია არ არის, მე ვციტირებ კომპეტენტური სამედიცინო კომისიების დასკვნებს, ეს არის ამ ადამიანის მოკვდინების ნელი, წამების მეთოდი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა