ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

შალვა პაპუაშვილი: ამ კამპანიამ ერთი კარგი რამ მოიტანა: აღარავინ საუბრობს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია

ნახვები: 483 შალვა პაპუაშვილი: ამ კამპანიამ ერთი კარგი რამ მოიტანა: აღარავინ საუბრობს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია

ორთვიანი კამპანიაა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ვხედავთ მოწოდებებს, რომელსაც მოსდევს ზეწოლა, იქნება ეს გარკვეული სახის აქციები პრეზიდენტის რეზიდენციასთან თუ გარკვეული სახის მიმართვები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ ეს არის პირდაპირ ზეწოლის მცდელობა სასამართლოსა და პრეზიდენტზე. ეს არის ორთვიანი კამპანია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ვნახეთ დადებული ხელშეკრულება, რომელიც ეხება ლობისტურ კომპანიას და რომელიც იანვრის ბოლომდეა გაწერილი. ვიდრე ეს ვადა არ ამოიწურება, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჩვენ სწორედ ამ კამპანიის მომსწრენი ვიქნებით. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ ვირტუალური რეალობის შექმნის მცდელობის მომსწრეები ვართ, როდესაც ცდილობენ, ამ ტალღით მოახდინონ ზეწოლა სასამართლოზე, იქნებ მიაღწიონ გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და მოახდინონ ზეწოლა პრეზიდენტზე. პირდაპირ ვხედავთ მოწოდებებს, რომელსაც პარალელურად მოსდევს ზეწოლა, იქნება ეს გარკვეული სახის აქციები პრეზიდენტის რეზიდენციასთან თუ გარკვეული სახის მიმართვები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, „ამ კამპანიამ ერთი კარგი რამ მოიტანა: აღარავინ საუბრობს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია“.

„ამ საკითხს დაესვა წერტილი, ყველა თანხმდება, მას აქვს ჩადენილი დანაშაულები. ორი დანაშაულისთვის უკვე მისჯილი აქვს სასჯელი და იხდის მას. ამასობაში, სხვათა შორის, ერთი წელი უკვე მოიხადა სასჯელი. სასჯელს იხდის ორი დანაშაულისთვის და სამ საკითხზე მიმდინარეობს პროცესი. ანუ ყველა ვთანხმდებით, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაული. შემდეგ არის, რომ თუკი ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული – ეს არის მინიმალური სტანდარტი ნებისმიერი სამართლიანი სახელმწიფოსი – დანაშაულისთვის დგება პასუხისმგებლობა და ადამიანმა სასჯელი უნდა მოიხადოს. მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო, პრეზიდენტი თუ სხვა კონსტიტუციური ორგანო, ყველამ უნდა სცეს პატივი თავად სისტემას, რომ დანაშაულისთვის არის სასჯელი და ამ სასჯელს სჭირდება მოხდა. ვინაიდან სასჯელის მიზანი არის სხვადასხვა და, მათ შორის, ეს არის ის, რომ ადამიანმა გააცნობიეროს თავისი დანაშაული და ასევე, ეს არის გარკვეულწილად სამართლიანობის გრძნობის მიცემა, შეგრძნების მიცემა საზოგადოებისთვის და სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებისთვის, რომლებიც ბევრნი არიან. ეს ორი ფაქტია, რომელზეც მას სასჯელი აქვს გამოტანილი, თუმცა სააკაშვილის სისტემას ჰყავს ათასობით და ათიათასობით მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ამ მსხვერპლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კანონიერი სასჯელი დამნაშავემ მოიხადოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა