ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ჯოზეფ ბორელი - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს, თუმცა ომს მხოლოდ სანქციები ვერ შეაჩერებს

ნახვები: 480 ჯოზეფ ბორელი - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს, თუმცა ომს მხოლოდ სანქციები ვერ შეაჩერებს

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს, თუმცა სანქციები პანაცეა არ არის და ომს მხოლოდ სანქციები ვერ შეაჩერებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, სასანქციო შეზღუდვების მთავარი მიზანი პუტინისთვის რუსეთის ფედერაციის სამხედრო მანქანის დაფინანსების გაძნელებაა.

როგორც ბორელი აცხადებს, რუსეთის ეკონომიკა 2023 წელს 5.6 პროცენტით შემცირდება, 1 000-ზე მეტმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა რუსეთი საკუთარი გადაწყვეტილებით, რაც შეადგენდა რუსეთის მშპ-ს დაახლოებით 40 პროცენტს და 5 მილიონ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფდა.

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირმა უკვე შეამცირა რუსული ნავთობის იმპორტი 90 პროცენტით და შეამცირა დამოკიდებულება რუსულ გაზზე რეკორდულ დონემდე.

„სანქციები არ არის პანაცეა, მხოლოდ ის ვერ შეაჩერებს ომს. ეს მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც გამოვიყენეთ, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ მუშაობს და სერიოზული შედეგები მოჰყვა რუსეთისთვის: ამ ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა და კარგავს მოდერნიზაციის უნარს“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა