მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

პრემიერი - ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა - ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ დამსახურებაა

ნახვები: 347 პრემიერი - ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა - ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ დამსახურებაა

ჩვენ ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა გვესმის, რომ ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ის პროგრესი, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში იქნა მიღწეული, მხოლოდ "ქართული ოცნების" დამსახურებაა.

„საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც აქამდე წარმოუდგენელი იყო. ამ ომმა დააჩქარა პროცესები და ჩვენ ეს კარგად გვესმის. კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა გვესმის, რომ ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ მიეცა სტატუსი. ჩვენ გვჯერა, რომ ამ სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის გარემოება და ის წარმატებული რეფორმები, რომლებიც ჩვენ გავატარეთ, 12 პუნქტი, რომელიც იქნა განსაზღვრული ევროკავშირის მიერ, ზედმიწევნით იქნა შესრულებული ჩვენი პარლამენტის, მთავრობის და ჩვენი, ყველას ჩართულობით და ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას. აქვე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ყველა სიკეთე და ყველა ის პროგრესი, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში იქნა მიღწეული, ეს არის მხოლოდ ჩვენი გუნდის დამსახურება. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა - ეს ყველაფერი "ქართული ოცნების" დამსახურებაა", - განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა