თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

რატი იონათამიშვილი - სააკაშვილის უფლებები არათუ დაცულია, პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი იმყოფება, რასაც უსამართლობის განცდა მოჰყვება ათასობით ადამიანის მხრიდან, ვინც მისი სასტიკი სისტემა იგრძნო

ნახვები: 627 რატი იონათამიშვილი - სააკაშვილის უფლებები არათუ დაცულია, პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი იმყოფება, რასაც უსამართლობის განცდა მოჰყვება ათასობით ადამიანის მხრიდან, ვინც მისი სასტიკი სისტემა იგრძნო

სააკაშვილის უფლებები არათუ დაცულია, არამედ პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი იმყოფება, რასაც უსამართლობის განცდა მოჰყვება იმ ათასობით ადამიანის მხრიდან, ვინც მისი სასტიკი სისტემა საკუთარ თავზე იგრძნო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უხერხულია, როდესაც პასუხისმგებლობაზე საუბრობს რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც პასუხისმგებლობის შეგრძნება საერთოდ არ აქვს.

ამასთან, რატი იონათამიშვილის განაცხადებით, სააკაშვილისთვის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

„მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. სააკაშვილის უფლებები არათუ დაცულია, არამედ პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი იმყოფება, რასაც უსამართლობის განცდა მოჰყვება იმ ათასობით ადამიანის მხრიდან, ვისაც მისი სასტიკი სისტემა საკუთარ თავზე აქვს ნაგრძნობი. ამის მიუხედავად, საზოგადოება ხედავს, რომ ნებისმიერ ადამიანს ისე ვექცევით, როგორც ამას კანონი და სამართალი გვეუბნება. უხერხულია, როცა პასუხისმგებლობაზე საუბრობს რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც პასუხისმგებლობის შეგრძნება საერთოდ არ აქვს. როცა სააკაშვილის რეპუტაციაზე ვსაუბრობთ, წლების განმავლობაში საკუთარი რეპუტაცია თავად დააზიანა და ამის ფინალური აკორდი იყო საქართველოში არაჟნების კონტეინერით შემოპარვა. ამაზე მეტად მის რეპუტაციას რა დააზიანებს? სააკაშვილის უფლებები არათუ დაცულია, არამედ პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი იმყოფება, რაც მისმა მხარდამჭერებმაც ძალიან კარგად იციან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა