ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ირაკლი ზარქუა მელიაზე- საკუთარ პარტიაში რიგგარეშე არჩევნები მოუწყვეს, ფაქტობრივად, გადააყენეს

ნახვები: 489 ირაკლი ზარქუა მელიაზე- საკუთარ პარტიაში რიგგარეშე არჩევნები მოუწყვეს, ფაქტობრივად, გადააყენეს

ნიკა მელიას მორიგი ფუჭი მუქარა მისი საარჩევნო კამპანიის ნაწილია, მას საკუთარ პარტიაში რიგგარეშე არჩევნები მოუწყვეს, ფაქტობრივად, გადააყენეს, ეტყობა, ამ ყველაფრის შედეგია, რომ ცდილობს, რადიკალიზმის უმაღლესი მწვერვალი დაიპყროს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

აღნიშნული კომენტარით ზარქუა გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, სადაც მელია აღნიშნავს: „ან გავიგებთ, რომ სააკაშვილის პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში, ან უნდა დავიწყოთ მოქმედება, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, გამოვიყენებთ ყველა კონსტიტუციურ მეთოდს“.

„საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, მას უნდა დავემორჩილოთ. ნიკა მელია და ასეთი ხელმოცარული ადამიანები იმუქრებიან, მაგრამ სჯობს, თავი შეიკავონ. შეურიგდეს იმ ბედს, რასაც არჩევნები უქადის – ფაქტობრივად, გადაყენებულია. პარტიაში ბრძოლა მიდის კეზერაშვილის ფულისთვის და ერთმანეთს ეჯიბრებიან. ვინც შემორჩათ, იმ აქტივისთვის არის დადგმული სპექტაკლი, ვის უფრო მეტად შეუძლია შეაჯანჯღაროს ქვეყანა. ამ შეჯიბრში არავის გაუმარჯვია და არ მგონია, მელიამაც გაიმარჯვოს. კონსტიტუციით გვაქვს განსაზღვრული გამოხატვის თავისუფლება. თუ ამაში ჩაჯდებიან, ვინ უშლით? – როგორც კი, წითელ ხაზებს გადაკვეთენ, შესაბამისი სამსახურები კანონის ფარგლებში მოიქცევიან და იმედია, შემდეგ პრეტენზია არ ექნებათ. იმედია, მერე მელია არ დაიწყებს ტირილს. ჯერ დააშავებენ და მერე მოთქვამენ. მელიას მოვუწოდებ, კანონის ფარგლებში დარჩეს. როგორც კი, ამას გადავა, შესაბამისად მიაბრძანებენ“,- განაცხადა ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა