მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ლვოვის მერი - საშინლად ჟღერს, მაგრამ ეს დაბადების დღე შესაძლოა ბოლო იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის

ნახვები: 453 ლვოვის მერი - საშინლად ჟღერს, მაგრამ ეს დაბადების დღე შესაძლოა ბოლო იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის

საშინლად ჟღერს, მაგრამ ეს დაბადების დღე შესაძლოა, ბოლო იყოს მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებაში, - ამის შესახებ ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქე წელიწადზე მეტია ციხეშია და მისი იქ ყოფნის პირობების შესახებ დასკვნების გამოტანა იმ ფოტოებიდან და ვიდეოებიდან არის შესაძლებელი, რომლებიც მის გარეგნობასა და მდგომარეობას ასახავს.

„დღეს ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ომი მოსკოვის რეჟიმთან, მაგრამ მეგობრებს გასაჭირში ვერ დავტოვებთ. ის, რასაც ახლა სააკაშვილს უკეთებენ, სირცხვილია მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის. უღირსი საქციელია ციხეში იმის დატოვება, ვინც საქართველო საბჭოთა კავშირის უფსკრულიდან გამოიყვანა. მადლობას ვუხდი უკრაინის პრეზიდენტს და ყველას, ვინც დღეს იხსენებს და საუბრობს მიხეილზე. ის, რა თქმა უნდა, არ გვივიწყებს, ამიტომ ჩვენც არ გვაქვს უფლება ის დავივიწყოთ. მჯერა, რომ აუცილებლად შევხვდებით!“- წერს ლვოვის მერი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა