თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ვლადიმერ ჩაჩიბაიას საგანგებო განცხადება

ნახვები: 629 ვლადიმერ ჩაჩიბაიას საგანგებო განცხადება

თადარიგის  გენერალმა მამუკა ყურაშვილმა, ტელეკომპანია „ფორმულას" ეთერში, 2008 წლის ომში, ბრძოლის ველზე დაღუპული გმირების გადმოსვენებასთან დაკავშირებით მცდარი და დეზინფორმაციული განცხადება გააკეთა. თითქოს, მე, გენერალმა ჩაჩიბაიამ, დავიბრალე ჩვენი მეომრების გადმოსვენების ოპერაციის ჩატარება.

 

მინდა გითხრათ, რომ პატრიარქის ინიციატივით და უშუალო ჩართულობით განხორციელდა აღნიშნული ღონისძიება, რომელიც სამარცხვინოდ მიიწერა მამუკა ყურაშვილმა. ნამდვილად არ ექნება მას საამაყოდ საქმე ბოლომდე რომ ვისაუბრო ყველაფერზე, თუ რა მიზეზით წავყევი პატრიარქს მაშინ, როდესაც ჩემი სიცოცხლე შეიძლება ყოფილიყო რისკის ქვეშ.

 

არ არის სწორი საკუთარი სიმხდალე ვინმეს დისკრედიტაციის გზით გადაფაროს. მე არასდროს, არცერთ ოფიცერზე მისაუბრია საჯაროდ, იმიტომ, რომ არსებობს ოფიცრის ღირსება, რომელიც ყველა ღირსეულმა სამხედრომ უნდა დაიცვას.

 

ასევე მინდა გავახსენო ყურაშვილს, ვინ იყო მასთან ერთად, როცა იყო მარტო ცხინვალის მიმართულებაზე და შემიძლია გავახსენო კიდევ ბევრი შემთხვევა, სადაც მე ვადვოკატირებდი მასთან დაკავშირებულ საკითხებს. მადლიერება არის ღმერთის ბოძებული ნიჭიერება, რომელიც არ აღმოაჩნდა ბატონ ყურაშვილს.

 

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ტყუილია, თითქოს მე ვიბრალებ პატრიარქის ინიციატივას. მარტივად რომ ვთქვა, ჭორაობაა და სამარცხვინო საქციელი, მითუმეტეს თუ ხარ ან იყავი სამხედრო.

 

აპელირება საკითხზე, თუ რატომ შევედი გადაცმული მტრის კონტროლირებად რაიონში და  უღირსი მცდელობები და მინიშნებები, რომ შეიძლება რამე კავშირი ყოფილიყო ჩემსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის, არის ყველაზე უღირსი საქციელი, რაც შეეძლო რომ ეკადრებინა საკუთარი თავისთვის. ამ  საკითხზე საუბრობს ადამიანი, რომელიც რუსეთში ყალიბდებოდა როგორც ოფიცერი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა