ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ირაკლი ზარქუა - „ხაბე“, მაგრად დადექი ძმაო, გამოწვევებია - თუ რწმენა გაქვს, რომ მანდატების დატოვებით შედეგზე გახვალ, გააკეთე, რად უნდა ამდენი საუბარი

ნახვები: 480 ირაკლი ზარქუა - „ხაბე“, მაგრად დადექი ძმაო, გამოწვევებია - თუ რწმენა გაქვს, რომ მანდატების დატოვებით შედეგზე გახვალ, გააკეთე, რად უნდა ამდენი საუბარი

„ხაბე“, მაგრად დადექი ძმაო, გამოწვევებია - ხომ გახსოვთ, ქვეყანას რომ უწყობდნენ რევოლუციას და ცხელ შემოდგომა-ზამთარს, რა პერფორმანსებსაც ხედავთ, უკავშირდება იმ გადატრიალებას, რაც პარტიაში მიიღეს, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან მანდატების დატოვების თაობაზე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.

მისივე თქმით, უკეთესი იქნება თუ მანდატების დატოვების ნაცვლად პარლამენტში მუშაობაზე იფიქრებენ.

„ხაბე“, მაგრად დადექი ძმაო, გამოწვევებია. რასაც თქვენ ხედავთ პერფორმანსებს, მათ შორის, რაც პარლამენტში დადგეს, დანარჩენი კიდევ რაც არის, უკავშირდება იმას, რომ ხომ გახსოვთ, ჩვენს ქვეყანას რომ უწყობდნენ რევოლუციას და ცხელ შემოდგომა- ზამთარს, ახლა პარტიაში, შიგნით მოხდა გადატრიალება და არის კეზერაშვილის ფინანსებზე გავლენების მოპოვებისთვის წინასაარჩევნო კამპანია. ვინ უფრო აქ მაღალ რადიკალიზმის ხარისხს წარმოადგენს, ალბათ ის გაიმარჯვებს, თორემ რად უნდა ამდენი განცხადება, თუ ვინმეს უნდა დატოვება, ადგეს და გავიდეს, მერამდენედ მოვისმინეთ, „დღეს არა - ხვალ“, „ის გავიდეს, მეც გავალ“. თუ შენ რწმენა გაქვს, რომ მანდატების დატოვებით რაღაცას მოიქმედებ და შედეგზე გახვალ, გააკეთე, რად უნდა ამდენი საუბარი. ჩემი პოზიციაა, რომ შიგნით უნდა იყვნენ და თუ აქვთ რამე გონივრული, ჭკვიანური აზრი და ხედვა ევროინტეგრაციის გზაზე, წარმოადგინონ, თუ უნდათ მუშაობა და თუ არ უნდათ, აგერ არის კარიც, გზაც და აქციებიც. ეს კინო ნანახი გვაქვს“, - განაცხადა ზარქუამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ზარქუა მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი კომფორტულ გარემოში იმყოფება.

„400 დღე გავიდა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რადიკალური ოპოზიცია, ლობისტები - უფასო, ფასიანი, ამბობდნენ, რომ სისტემა კლავს სააკაშვილს, ძალადობს მასზე, რა დღეში ჰყავთ და რა აღმოჩნდა? სწორედ ეს არის რაც მათ აცოფებთ, რომ VIP პალატაშია, აქვს რამდენიმე ოთახი, აღჭურვილია ყველანაირი კომფორტის საშუალებებით და ეს პატიმარი ძალადობს რიგით პერსონალზე - სანიტრიდან დაწყებული, ექიმებით დასრულებული. გამოაქვეყნეს, რადგან ეს იყო საჯარო ინტერესი, ერთ-ერთმა ოპოზიციურმა არხმა რომ გამოაქვეყნა ფოტო, სად იყვნენ უფლებადამცველები? იქ არ შეილახა მისი პერსონალური მონაცემები? როცა საზოგადოება ხედავს ორმაგ სტანდარტს არ დაგიჯერებენ, ამიტომაც მიიღეს რევოლუცია საკუთარ პარტიაში და დარბიან ახლა და ერთმანეთს რადიკალიზმში ეჯიბრებიან. რაც უნდათ ის ქნან, ამ ქვეყანას არ ავარევინებთ, მეორე ფრონტი ამ ქვეყანაში არ იქნება, კანონის უზენაესობა იქნება მთავარი განმსაზღვრელი იმის, ვინ უნდა იყოს ციხეში და ვინ არა,"- განაცხადა ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა