პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანაში ახლა პოეზიის დროა

ნახვები: 655 სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანაში ახლა პოეზიის დროა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ქვეყანაში ახლა პოეზიის დროა“. როგორც მან ორბელიანების სასახლეში გამართულ პოეზიის საღამოზე განაცხადა, „პოეზიას შეუძლია გაგვაერთიანოს, დაგვანახოს სხვა რამ, რათა ჩვენს სულსა და კულტურაში ჩავიხედოთ“.

სალომე ზურაბიშვილმა ტარიელ ხარხელაურს ბრწყინვალების ორდენი მიანიჭა

„შეიძლება დღეს ვიღაცამ იფიქროს, აქ ვხედავ ჟურნალისტებს და დარწმუნებული ვარ, ფიქრობენ, რა პოეზია, რის პოეზია, ქვეყანაში ასეთი სხვა აქტუალური თემები არის და გახლეჩილი არის ეს ქვეყანა და რა დროს პოეზიაა.

სწორედ ახლა არის პოეზიის დრო. ახლა, როგორც არასდროს. თუ რამე არის, რამაც შეიძლება ერთგვარად გაგვაერთიანოს, ჩვენზე ზემოთ გვაყურებინოს, სხვა რამე დავინახოთ, ჩავიხედოთ ჩვენს სულში და ჩვენს კულტურაში, ეს არის პოეზია და ძალიან გვჭირდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა