4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

აშშ-მა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

ნახვები: 506 აშშ-მა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

აშშ-მა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის შავ სიაში მოხვდა რუსი ოლიგარქი ვლადიმირ პოტანინი და მის მიერ შესყიდული „როსბანკი“. ასევე „ვითიბი ბანკის“ 17 შვილობილი კომპანია.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, „ვითიბი ბანკს“ სანქციები ჯერ კიდევ თებერვალში დაუწესდა. ანალოგიური შეზღუდვები გავრცელდება ყველა იმ კომპანიაზე, სადაც რუსული ბანკი აქციების 50%-ზე მეტს ფლობს, თუმცა ამჯერად ეს კომპანიები შავ სიაში ჩამოთვლილი იქნება.

აღსანიშნავია, რომ პოტანინი „ფორბსის“ ინფორმაციით რუსეთში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილზეა.

სანქციები ასევე ამოქმედდება რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერების და გუბერნატორების წინააღმდეგ. მათ შორისაა ანდრეი ბელოუსოვი და დმიტრი ჩერნიშენკო.

ასევე ნუსხაში მოხვდა „სოვკომფლოტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ფრანკი. ასევე კალინინგრადის, ბელგოროდის, კურსკის, სვერდლოვსკის, კრასნოიარსკის, ნოვოსიბირსკის და მოსკოვის ოლქების გუბერნატორები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა