მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ გავრცელებული კადრები პოლიტიკური პორნოგრაფიაა

ნახვები: 749 გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ გავრცელებული კადრები პოლიტიკური პორნოგრაფიაა

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ გავრცელებული კადრები პოლიტიკური პორნოგრაფიაა, ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოანუხულების შემდგომ განაცხადა.

„როგორც შევამჩნიე, გავრცელებული კადრები ყველაზე აქტუალურია. თვითონ მას მიაჩნია, რომ პოლიტიკური პორნოგრაფია, რაც მან ნახა. სხვათაშორის, ერთ-ერთ კადრში მეც ვარ. ვიღაც თავის მომჭრელებმა თავი მომჭრეს კადრში, მაგრამ ეს ნამდვილად მე ვარ. მე რომ ვნახე, ისევ ისე ძალიან გამხდარი და უჭმელი იყო. უმადობა აქვს. ცოტა ხანი ვიყავი და არც კი მიკითხავს სიცხე და რაღაც, ალბათ ჩვეულებრივადაა, ორი დღე არ ვყოფილვარ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ შიმშილობის გამოცხადებას, გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი ამისთვის მადლობელია.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.

დღეს კი, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა დაიწყეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა