ვოლოდიმირ ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს, მნიშვნელოვანია, დიალოგი ყველა დონეზე იყოს
ირაკლი კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე - იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
„ევროპული სკოლამ“ საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ
ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა
ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს

"რატომ არ მიიტანეთ ლეპტოპი? ლეპტოპი არ გვაქვს? გაგვიჭირდა ლეპტოპის მიტანა?" - კახაძე მიხეილ სააკაშვილის პროცესზე

15.12.2022 ნახვები: 689

რატომ არ მიიტანეთ ლეპტოპი? ლეპტოპი არ გვაქვს? გაგვიჭირდა ლეპტოპის მიტანა?, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში” პენიტენციურის განცხადებას იმის შესახებ, რომ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ტექნიკური მოწყობილობების არარსებობის გამო ვერ ჩართეს.

როგორც კახაძე აღნიშნავს, სიამოვნებით მოისმენდა დასმულ შეკითხვაზე პასუხს და კომენტარს მერე გააკეთებდა.

„9 000-ზე მეტი პატიმარი გვყავს და ყველა გვაგინებს გულში, ჩვენ რატომ არ გვაქვს ასეთი უფლებებიო და რა ვქნათ, თმენის ვალდებულება გვაქვს და დემოკრატია ეს ყოფილა. ჩვენ ყველასთვის უნდა ვიყოთ მოსაწონი. აქედან ვსვამ ამ შეკითხვას: რა მოხდა, რატომ არ მიიტანეთ ლეპტოპი?! დღეს ველოდებოდი სასამართლოს და თქვენგან [წამყვანის] ვიგებ ამას და ვსვამ კითხვას, ვეკითხები ვისაც ევალებოდა: ლეპტოპი არ გვაქვს მართლა?! გაგვიჭირდა ლეპტოპის მიტანა?! რატომ არ მივიტანეთ?!. რა გგონიათ დეპუტატი ვარ, ვალდებულებები მაქვს და სიტყვას ვერ ვიტყვი?! მე ყველაფერს ვლაპარაკობ, ადამიანებს პირში ველაპარაკები, მიზეზი უნდა გავიგოთ ჯერ რა მოხდა. ტექნიკურ სამსახურს ვეკითხები, რა ტექნიკური მოუგვარებელი დაგემართათ, რომ არ ჩართეთ ეს ადამიანი?! სიამოვნებით მოვისმენდი პასუხს და ამ პასუხის შემდეგ გავაკეთებდი ჩემს კომენტარს. ახლა მე მხოლოდ კითხვის დასმა შემიძლია“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა