ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ელენე ხოშტარია - „ქართულმა ოცნებამ“ ჩიხამდე მიიყვანა ჩვენი ევროპული პერსპექტივა

ნახვები: 525 ელენე ხოშტარია - „ქართულმა ოცნებამ“ ჩიხამდე მიიყვანა ჩვენი ევროპული პერსპექტივა

მსოფლიო ლაპარაკობს, რომ ჩვენს ქვეყანაში სიკვდილის საფრთხე არის სასწორზე -„ქართულმა ოცნებამ“ უკვე კონკრეტულ ჩიხამდე მიიყვანა ჩვენი ევროპული პერსპექტივა და გამოსავალი არის ერთადერთი - მოვახდინოთ ზეწოლა, გავაგებინოთ ჩვენი ხმა, რომ ჩვენ არ ვართ ის საზოგადოება, რომელიც ციხეში ადამიანს კლავს და რომელიც ჩვენს ევროპულ მომავალს დაემშვიდობება, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ბრიუსელში გუშინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებისა და ევროპარლამენტარების ერთობლივ პრესკონფერენციას გამოეხმაურა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ბრიუსელიდან გუშინ მოვისმინეთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეები ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან პირდაპირ არის დაკავშირებული.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრიუსელიდან მას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მას ევროპულ პერსპექტივაზე კონკრეტული ბარიერის მოხსნის ინსტრუმენტი გააჩნია.

„სტრასბურგიდან, ადგილიდან სადაც ქართველი ხალხის ნება, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივის საკითხი წყდება, ადგილიდან, საიდანაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ზოგადად ჩვენი ინტერესების დაცვის ხმა უნდა გვესმოდეს, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია მოვისმინეთ. ევროპარლამენტარები, ადამიანები, ვინც გულწრფელად მოწადინებულები არიან, რომ ქართველი ხალხის ნება განხორციელდეს და ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გავხდეთ, საუბრობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის, პოლიტპატიმრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამაზე დასაბუთებულად, საერთაშორისო მედიკოსების და ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნების საფუძველზე საუბრობდნენ.

ჩვენ მოვისმენთ ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრებისგან ხაზგასმა, რომ მათ სურთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს და ამასთანავე წევრობას აქვს კონკრეტული მოთხოვნები. ერთ-ერთი მოთხოვნა - სასამართლოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა პირდაპირ არის დაკავშირებული სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საქმეებთან. ჩვენ მოვისმინეთ, რომ დღეს აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის ოპერაცია, რისთვისაც გადაყვანილი უნდა იყოს საზღვარგარეთ. მსოფლიო ლაპარაკობს, რომ ჩვენს ქვეყანაში სიკვდილის საფრთხე არის სასწორზე. ქვეყანაში, რომელსაც უნდა, რომ ევროპის წევრი გახდეს და პირდაპირ ითქვა, რომ ამ პირობებში, როდესაც სასამართლო არათუ არ იცავს ადამიანს, არამედ სიკვდილის საფრთხეს უქმნის, რა თქმა უნდა, ასეთ პერსპექტივაზე ჩვენ საუბარი ვერ გვექნება,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა