4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

შალვა პაპუაშვილი - რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც არევაზე, დესტრუქციაზე, ზიზღსა და ბოღმაზეა გადასული, მოქალაქეებმა ნაძვის ხის ანთებით პასუხი გასცეს

ნახვები: 507 შალვა პაპუაშვილი - რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც არევაზე, დესტრუქციაზე, ზიზღსა და ბოღმაზეა გადასული, მოქალაქეებმა ნაძვის ხის ანთებით პასუხი გასცეს

როდესაც თბილისში აინთო მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, საქართველოს მოსახლეობამ რადიკალურ ოპოზიციას აშკარად, პირდაპირ, ცალსახად უთხრა, რომ დაიღალნენ მათი დესტრუქციისა და ნეგატიური კამპანიებისგან, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ წაყვანის შემთხვევაში, ოპოზიციის გეგმებს შეეხებოდა.

მისივე თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მოსახლეობა ოპოზიციას კვლავაც ეტყვის „არას!“.

„ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს საქართველოს მოსახლეობამ ბევრჯერ გასცა პასუხი. სულ ბოლოს რამდენიმე დღის წინ, როცა იყო საახალწლო ნაძვის ხის ანთება. პირდაპირ, აშკარად გასცა საქართველოს მოსახლეობამ რადიკალურ ოპოზიციას პასუხი, რომელიც მხოლოდ არევაზე, დესტრუქციაზე, უარყოფით ემოციებზე, ზიზღსა და ბოღმაზეა გადასული. როდესაც თბილისში აინთო მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, საქართველოს მოსახლეობამ მათ აშკარად, პირდაპირ, ცალსახად უთხრა, რომ დაიღალნენ რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციისა და ნეგატიური კამპანიებისგან. შესაბამისად, მე სხვა მოლოდინი არც მაქვს, ისევე როგორც სხვა დროს, ახლაც კიდევ ერთხელ მოსახლეობა მათ ეტყვის „არას!“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, პაპუაშვილის თქმით, ეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განსასაზღვრია.

„ვიცით, რომ სასამართლო განიხილავს ასევე ამ საკითხს. ასე რომ, მათ უნდა მივანდოთ მთლიანად ეს საკითხი. ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი პოლიტიკური სარჩული ეძლევა ამ თემას, მით უფრო ეწინააღმდეგება ეს პატიმრის ინტერესებს. ზოგადად, რაც უფრო ნაკლებად გაეხვევა ეს საკითხი პოლიტიკურ სარჩულში და გამოიტანენ პოლიტიკურად, მით უფრო არ ავნებს თავად პატიმარს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა