მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ბაზაზე მობილური დაკვირვების სისტემების ინტეგრაციისა და მომსახურების ცენტრი გაიხსნა

ნახვები: 371 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ბაზაზე მობილური დაკვირვების სისტემების ინტეგრაციისა და მომსახურების ცენტრი გაიხსნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ბაზაზე, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DITRA) მხარდაჭერით, მობილური დაკვირვების სისტემების ინტეგრაციისა და მომსახურების ცენტრი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, ცენტრის მიზანია, სახელმწიფო უსაფრთხოებაში ჩართული უწყებებისთვის მობილური დაკვირვების სისტემების აწყობა, მათი კომპონენტების ტექნიკური მომსახურება და პროგრამული გამართვა. ახალი ცენტრი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე საინჟინრო-ტექნიკური საშუალებებით და აპარატურით.

„მიხარია, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ბაზაზე უკვე მეორე, მსგავსი მნიშვნელობის ცენტრს ვხსნით. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. ამ ცენტრის გახსნა ემსახურება სახელმწიფო და სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში აღკვეთისა და რეაგირების შესაძლებლობების განვითარება-გაუმჯობესებას", - აღნიშნა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა, კობა კობიძემ.

აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის, რაიან ჰარკერჰარისის თქმით, საზღვრის უსაფრთხოება აღნიშნული ძალისხმევის უაღრესად მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, ვინაიდან უზრუნველყოფს ისეთ საფრთხეებზე რეაგირებასა და პრევენციას, როგორებიცაა საზიანო ტექნოლოგიები და აქტორები, ასევე მსგავსი ხასიათის მქონე სხვა გარემოებები.

 

სუს-ის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა მომსახურების ცენტრი დაათვალიერეს.

„ღონისძიებას საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო და აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) 2016 წლიდან თანამშრომლობენ საქართველოს სახელმწიფო და სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში საინფორმაციო-ტექნოლოგიური შესაძლებლობების გასავითარებლად“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა