მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილი იქნება, პენიტენციური დაწესებულების დებულებით, დაწესებულებაში სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა გაზარდოს

ნახვები: 766 იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილი იქნება, პენიტენციური დაწესებულების დებულებით, დაწესებულებაში სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა გაზარდოს

იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილი იქნება, პენიტენციური დაწესებულების დებულებით, დაწესებულებაში გაზარდოს სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტში აღნიშნულია, რომ თითოეული პენიტენციური დაწესებულების მიხედვით, დღეისთვის დადგენილი სატელეფონო საუბრების მაქსიმალური რაოდენობა და ხანგრძლივობა მინიმალურ რაოდენობად/ხანგრძლივობად გარდაიქმნება.

ცვლილებებით, შენარჩუნდება წახალისების სახით დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება.

„უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ევროპის სახელმწიფოთა კანონმდებლობისა და პრაქტიკის კვლევა აჩვენებს, სატელეფონო საუბრის ლიმიტებთან დაკავშირებით არ არსებობს ერთიანი მიდგომა. ასეთი ლიმიტები, უმეტესწილად, დადგენილია კანონქვემდებარე დონეზე და ერთმანეთისგან განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. ციხის ევროპული წესების თანახმად, პატიმრებს უნდა შეეძლოთ, რაც შეიძლება ხშირად იქონიონ ურთიერთობა წერილით, ტელეფონით თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებით თავიანთ ოჯახებთან, სხვა პირებთან და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ციხის ადმინისტრაცია უნდა დაეხმაროს პატიმრებს გარე სამყაროსთან ადეკვატური კონტაქტის შენარჩუნებაში და უნდა უზრუნველყოს ისინი შესაბამისი მხარდაჭერით“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ პენიტენციურ დაწესებულებას უფლება არ ექნება, შეაჩეროს ან შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, როდესაც ადრესატი ან ადრესანტია სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა