კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

რუსთაველზე, გმირების ფოტოები უფრო საჭირო და მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, ვიდრე თქვენი სიაფანტი ნაძვის ხე - ნადიმ ხმალაძე

ნახვები: 597 რუსთაველზე, გმირების ფოტოები უფრო საჭირო და მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, ვიდრე თქვენი სიაფანტი ნაძვის ხე - ნადიმ ხმალაძე

უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომარი ნადიმ ხმალაძე ცხრა აპრილის მემორიალიდან უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების ფოტოების გადატანას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ სჯობდა, ნაძვისხესთან მისულ ბავშვებს გმირების ფოტოები ენახათ და თან ემხიარულათ.

„თურმე ჩვენი გმირები, თურმე ჩვენს მტერთან ბრძოლაში დაღუპული გმირები რუსთაველზე ხელს უშლიან ჩვენს შვილებს, ჩემო ძვირფასო ქართველო ერო, მე გავიზარდე და ჩამოვყალიბდი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში, როცა ყველაფერს ტყუილს გვასწავლიდნენ სკოლაში.

ჩვენს ისტირიიდან მაგრამ როცა ვკითხულობდი ილიას, ვაჟას , როცა ჩვენს თავდადებულ მეწამულებზე, თამარზე , ბრწყინვალეზე , ქეთევანზე , დავითზე, და რა ჩამოთვლის კიდე ბევრზე, ტვინი მქონდა არეული და გაორება მქონდა. ოღონდ მაშინვე აზრზე მოვდიოდი შედარებას რეალობასთან რომ ვაკავშირებდი. ოკ აქ გავჩერდები. იცით რაა ?

მაგ ბავშვებს ანახვეთ თავისი ქვეყნის გმირების ფოტოები რუსთაველზე და თან იმხიარულონ, ნუ ანახვებთ მაგ დებილურ თქვენს ტყუილებს და ფარისევლობას, ნუ ანახვებთ მათი მშობლების ჯიბიდან მოპარული ბოლო თეთრებით შექმნილ ბუტაფორიულ სილამაზეს ნაძვის ხის სახით, საიდანაც მილიონები მოიპარეთ და თქვენი შვილები უცხოეთში გაუშვით, რადგან რაც მანდ დადეთ, ეს თქვენი შვილებისთვის დებილობაა და აქ არ მოიყვანთ.

მანდ რუსთაველზე, იმ გმირების ფოტოები უფრო საჭირო და მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, ვიდრე თქვენი სიაფანტი ნაძვის ხე. უბრალოდ ნაბ..ი ხართ, ასე რომ მანიპულირებთ ბავშვებით“. – წერს ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა