ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

გიორგი ვაშაძე - ერთადერთი, ვინც ცდილობს, კიდევ უფრო დაამძიმოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა „ქართული ოცნებაა

ნახვები: 599 გიორგი ვაშაძე - ერთადერთი, ვინც ცდილობს, კიდევ უფრო დაამძიმოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა „ქართული ოცნებაა

ერთადერთი, ვინც ცდილობს, კიდევ უფრო დაამძიმოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა „ქართული ოცნებაა“, რომელიც კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებს - სცენარი, რომელსაც გვთავაზობენ, არის ის, რომ თითქოს, თვითონ მიხეილ სააკაშვილია დამნაშავე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს „ვივამედში“ მყოფი მიხეილ სააკაშვილისთვის გადაღებულ და გავრცელებულ ფოტოებს, ვაშაძე განმარტავს, რომ ექიმების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დღეს გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. სამი თვის წინ გადაღებულია ეს ფოტოები და დღეს, როგორც ექიმები ამბობენ, გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია. ვხედავთ, საერთაშორისო საზოგადოების და ქართული საზოგადოების ძალიან მკაფიო პოზიციას. ერთადერთი, ვინც ცდილობს, კიდევ უფრო დაამძიმოს მისი მდგომარეობა „ქართული ოცნებაა“, რომელიც კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებს. სამწუხაროდ, მაქსიმალურად წელავს პროცესს. სცენარი, რომელსაც გვთავაზობენ, არის ის, რომ თითქოს, თვითონ მიხეილ სააკაშვილია დამნაშავე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში. ფაქტია, რომ სამკურნალოა მიხეილ სააკაშვილი და ვერ მკურნალობენ. ყველამ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს გადაყვანილი საზღვარგარეთ“, - აღნიშნავს ვაშაძე.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს, საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის მიერ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკურ კუთხით ხელმძღვანელობს“ , ვაშაძე განმარტავს, რომ დასავლურ საერთაშორისო საზოგადოებაში მკაფიო პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა პოლიტიკურია.

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს გადაყვანილი სამკურნალოდ. ეს განცხადებაც სწორედ ამას მოწმობს. ვფიქრობ, ამ წერილის ადრესატია ქართული საზოგადოებაც იმისთვის, რომ უფრო ვიაქტიუროთ, არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ მესამე პრეზიდენტის მკვლელობის შესაძლებლობა“,- აღნიშნავს ვაშაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა