მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

თეა წულუკიანი - ვიხილეთ სრულიად გაუგონარი, „დვიჟოკების“ აჟიოტაჟი, რომელიც გაუთვითცნობიერებელმა ადამიანებმა წამოიწყეს

ნახვები: 753 თეა წულუკიანი - ვიხილეთ სრულიად გაუგონარი, „დვიჟოკების“ აჟიოტაჟი, რომელიც გაუთვითცნობიერებელმა ადამიანებმა წამოიწყეს

ჩვენ ვიხილეთ სრულიად გაუგონარი, ეგრეთ წოდებული, დვიჟოკების აჟიოტაჟი, რომელიც გაუთვითცნობიერებელმა ადამიანებმა წამოიწყეს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ გუშინ საფუძვლიანი განცხადება გააკეთა, რომ ამ სიმძლავრის გენერატორები საქართველოს არ აქვს.

როგორც თეა წულუკიანი ამბობს, სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაბამის აღჭურვილობას სახელმწიფო თანხებით შეიძენენ და უკრაინას გადასცემენ.

„უკრაინიდან მიღებულ იქნა შესაბამისი საჭიროებების ნუსხა. ამ ნუსხაში სწორედ მაღალი სიმძლავრის გენერატორებს ჰქონდა წამყვანი ადგილი. ვიდრე საქართველოს ხელისუფლება ამ საჭიროებების საპასუხოდ შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა, ჩვენ ვიხილეთ სრულიად გაუგონარი, ეგრეთ წოდებული, დვიჟოკების აჟიოტაჟი, რომელიც გაუთვითცნობიერებელმა ადამიანებმა წამოიწყეს. ირაკლი კობახიძემ გუშინ სავსებით საფუძვლიანი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ამ სიმძლავრის გენერატორები ჩვენს ქვეყანას არ აქვს. ამიტომაც ხდება ამ აღჭურვილობის სახელმწიფო თანხებით შეძენა, რომელსაც საბიუჯეტო წლის ბოლოს განსაკუთრებული მობილიზება და პროცედურები სჭირდება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს თანხა მობილიზებული უნდა იყოს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მთავრობის, შესაბამისი კომპეტენტური უწყებების მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ხალხის სახელით, მთავრობის მიერ შეძენილ იქნას და გადაცემული საჭიროებისამებრ. სხვანაირად ვერც იქნებოდა, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს იმასთან, რომ ყველაფერში დავინახოთ ნეგატივი და ვეძებოთ კატა იქ, სადაც კატა არ არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა