მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე - პარადოქსია, როცა აცხადებდა, რომ შიმშილობდა, მაშინ ჭამდა, როცა ახლა არაფერს ამბობს და არ შიმშილობს, აღმოჩნდა, რომ ნახევრად შიმშილობს

ნახვები: 429 მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე - პარადოქსია, როცა აცხადებდა, რომ შიმშილობდა, მაშინ ჭამდა, როცა ახლა არაფერს ამბობს და არ შიმშილობს, აღმოჩნდა, რომ ნახევრად შიმშილობს

პარადოქსია მართლაც, როცა ეს ადამიანი აცხადებდა, რომ შიმშილობდა, მაშინ ჭამდა და როცა ახლა არაფერს ამბობს და არ შიმშილობს, აღმოჩნდა რომ ნახევრად შიმშილობს და არ იღებს ჩვეულებრივად საკვებს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მისი თქმით, თუ სააკაშვილი შეგნებულად რაღაცეებს აკეთებს და ამით თვითდაზიანებას იყენებს, მაშინ პასუხისმგებლობა მხოლოდ სახელმწიფოზე ვერ იქნება. მისივე თქმით, სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა სპეცოპერაცია იყო. როგორც ჩანს, იყო გეგმა ა და გეგმა ბ. გეგმა ა იყო, რომ აერიათ ქვეყანა, გეგმა ბ - შიმშილობა და ა. შ. პარადოქსია მართლაც, როცა ეს ადამიანი აცხადებდა, რომ შიმშილობდა, მაშინ ჭამდა და როცა ახლა არაფერს ამბობს და არ შიმშილობს, აღმოჩნდა რომ ნახევრად შიმშილობს და არ იღებს ჩვეულებრივად საკვებს. კიდევ ერთხელ მინდა ვუპასუხო ყველას, ვინც "წუხს", ვისი პასუხიმგებლობაა ამ ადამიანის ჯანმრთელობა. რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მაგრამ, როგორც კი დაფიქსირდება ფაქტი, ძალიან რბილად და დაზღვეულად რომ ვთქვათ, ამის სერიოზული გონივრული ეჭვი არსებობს, რომ ის შეგნებულად რაღაცას არ ჭამს, ექიმის ძალიან კარგად მესმის, ექიმის შვილი ვარ, ბევრი ექიმი მყავს გარშემო, ექიმი ასე ხისტად ამ თემებზე ვერ ისაუბრებს, როგორც პოლიტიკოსი, თუ ეს ადამიანი შეგნებულად რაღაცეებს აკეთებს და ამით თვითდაზიანებას იყენებს, მაშინ პასუხისმგებლობა მხოლოდ სახელმწიფოზე ვერ იქნება. ექიმი რომ პაციენტს მკურნალობს, ის თუ დაუჯერებს ყველაფერს, ექიმი მასზე სრულ პასუხიმგებლობას იღებს, მაგრამ თუ პაციენტი ან მის დანიშნულებას არ ასრულებს, ან რაღაც კვებას ურჩევენ და ამას შეგნებულად არ აკეთებს, შეუძლია და არ აკეთებს, მაშინ რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა პაციენტზე გადადის ამ შემთხვევაში, პატიმარ სააკაშვილს რომ თავი დავანებოთ და პაციენტ სააკაშვილზე ვილაპარაკოთ. აქედან გამომდინარე, ამ მიჯნაზე უნდა გადავხედოთ კარგად, რომელ მხარეს არის პასუხიხმგებლობა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა