თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ეკა ხერხეულიძე:მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცდილობს მცირე ულუფები მიიღოს, რომ გადარჩეს, მისი არჩევანი სიკვდილი არ არის

ნახვები: 626 ეკა ხერხეულიძე:მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცდილობს მცირე ულუფები მიიღოს, რომ გადარჩეს, მისი არჩევანი სიკვდილი არ არის

მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცდილობს მცირე ულუფები მიიღოს იმისთვის, რომ გადარჩეს - კვალიფიკაციის მიცემა, რომ მიხეილ სააკაშვილი თურმე შეგნებულად არ იკვებება, ტყუილია! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ „ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ხერხეულიძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის არჩევანი სიკვდილი არა არის, ის ცდილობს, რომ ეს მდგომარეობა დაძლიოს.

„მიხეილ სააკაშვილი არცერთ შემთხვევაში არ ცდილობს, რომ ხელოვნურად არ მიიღოს საკვები. მინდა, საგანგებოდ ვთქვა, რომ ეს ტყუილია. მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცდილობს მცირე ულუფები მიიღოს იმისთვის, რომ გადარჩეს, ის ცდილობს, რომ იცოცხლოს. მიხეილ სააკაშვილის არჩევანი სიკვდილი არ არის, ის ცდილობს, რომ ეს მდგომარეობა დაძლიოს. ის ვითარება და რეალობა, რაც მის კვებასთან მიმართებაში გვაქვს შემდეგია - ეს მას არ შეუძლია.

ზურაბ ჩხაიძესთან ბევრჯერ მქონია ურთიერთობა და გვისაუბრია გამოსავლის ძებნაზე. მომისმენია კონსულტაცია, როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ეს მძიმე მდგომარეობა დაძლეული იყოს. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, როდესაც გუშინ მოვუსმინე. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. ტყუილია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად არ იკვებება. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მასთან აქვს შეხება, იცის, რამხელა სირთულეა საკვების მიღება.

ზონდით კვებასთან დაკავშირებით, ეს ვერ მოხდება ბატონებო, პაციენტის ნების წინააღმდეგ, ხელოვნური კვება ვერ მოხდება. ეს არის მისი უფლებების დარღვევა. ჩვენ ვცდილობთ მცირე ულუფებით შეძლოს მიხეილ სააკაშვილმა კვება, რაც მის ისტორიაში ასახულია. ის, რომ კვება არ შეუძლია, არ არის ახალი პრობლემა. ამის შესახებ ექიმებმა იციან. კვალიფიკაციის მიცემა, რომ მიხეილ სააკაშვილი თურმე შეგნებულად არ იკვებება, ტყუილია!“, - აღნიშნავს ხერხეულიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა