პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

გიორგი მუმლაძე: რუსულ რეჟიმს უნდა ესმოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში ვერ იცხოვრებს მშვიდად, თუ პრეზიდენტი მოგვიკლა

07.12.2022 ნახვები: 578

ნებისმიერ ინიციატივას მივესალმები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას და თავისუფლებას უკავშირდება, უმოქმედობას ყოველთვის მოქმედება სჯობს. მივესალმები ამ მოძრაობას, რომელსაც არ უნდა გამოაკლდეს არცერთი ადამიანი, ვისაც უნდა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში არ მოგვიკლან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხზე და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.

როგორც მუმლაძე განმარტავს, პარტიას შესთავაზებენ საკუთარ გეგმას, რომელიც ქუჩის პროტესტს გულისხმობს.

„ნებისმიერ ინიციატივას მივესალმები, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას და თავისუფლებას. ყოველთვის იქ ვიდექით, სადაც საჭირო იყო და მიხეილ სააკაშვილს სჭირდებოდა. მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ პროცესში ჩავერთვებით და შევთავაზებთ პარტიას იმ გეგმას, რასაც ვთავაზობდით, თუნდაც, უფრო აქტიური ყოფილიყო ქუჩის პროტესტი. ჩემი შეთავაზებები არავისთვის არის დასამალი, საჯარო პოზიცია იყო, რომ მეტი პროტესტი და აქტიურობაა საჭირო, რომ რუსულ რეჟიმს ესმოდეს, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში ვერ იცხოვრებს მშვიდად, თუ პრეზიდენტი მოგვიკლა.

ზოგადად, ის კითხვები და პრეტენზიები, რაც მქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით ბუნებრივია უკავშირდებოდა მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ნაკლებ აქტიურობას. უმოქმედობას ყოველთვის მოქმედება სჯობს. მივესალმები ამ მოძრაობას, რომელსაც არ უნდა გამოაკლდეს არცერთი ადამიანი, ვისაც უნდა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში არ მოგვიკლან და თავისუფალი იყოს“, - აღნიშნა მუმლაძემ.

კითხვაზე, სწორია თუ არა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის ლევან ხაბეიშვილთან ერთიანდება და ალიანსს ქმნის, მუმლაძე განმარტავს: „ არჩევნებში ყველა ისე მივიღებთ მონაწილეობას, რა კონფიგურაციითაც ახლა ვართ“.

„არჩევნების შედეგები გვაჩვენებს ვინ გაიზიარებს ჩემს შეთავაზებულ წინადადებას. ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში ყველას ვთავაზობ თანამშრომლობას, ვინც ჩემს ხედვებს გაიზიარებს“, - აღნიშნავს მუმლაძე

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა