მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

სააკაშვილი არ თუ ვერ იღებს საჭმელს-ვინ ამბობს სიმართლეს?!

ნახვები: 468 სააკაშვილი არ თუ ვერ იღებს საჭმელს-ვინ ამბობს სიმართლეს?!

ეს ადამიანი, სამწუხაროდ, მოქმედებს ისევ თვითდაზიანების რეჟიმში, როგორც მოქმედებდა, მაგალითად №12 პენიტენციურ დაწესებულებაში, როდესაც ის არ იღებდა მისი მკურნალობისთვის აუცილებელ მედიკამენტებს,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება.

„ის იღებს მისთვის სასურველ საკვებს, მისთვის სასურველ დროს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილება იმ მკურნალობის კურსს, რომელიც შერჩეული არის უშუალოდ ექიმების მიერ. ბუნებრივია, აუცილებელია თანამშრომლობა პაციენტსა და მკურნალ ექიმს შორის იმიტომ, რომ სხვაგვარად, რა განკურნებაზეა საუბარი. ხაზგასმით ვიტყვი, თუკი ადამიანი და მისი გარემოცვა დაინტერესებულია განკურნებით, და არა მხოლოდ და მხოლოდ, თავისუფლების მოპოვებით, ამ შემთხვევაში, რატომ არ უნდა ითანამშრომლოს ექიმთან? – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აუხსნელია და მრავალ კითხვის ნიშანს ტოვებს. თუმცა, ბუნებრივია, აქაც ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ეს არის, გარკვეულწილად მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას და ეს ადამიანი, სამწუხაროდ, მოქმედებს ისევ თვითდაზიანების რეჟიმში, როგორც მოქმედებდა, მაგალითად №12 პენიტენციურ დაწესებულებაში, როდესაც ის არ იღებდა მისი მკურნალობისთვის აუცილებელ მედიკამენტებს", – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედთან“.

 

ცნობისთვის, 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს.

„ის კი არა, რომ უარს ამბობს, ვერ იკვებება, ვერ იღებს საკვებს, უჭირს. მე ხომ ამის მომსწე ვარ“, - განაცხადა მედიასთან გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს იღებს, ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ჩხაიძის განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია. მისივე თქმით, კლინიკა აკეთებს ყველაფერს, მაგრამ ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც.

„რა თქმა უნდა, სრულფასოვნად უნდა იკვებოს და უნდა ითქვას, რომ არ იკვებება სრულფასოვნად, პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ - არ”,- განაცხადა ჩხაიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა