ევროკავშირი: ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ აქვს — რუსეთის ქმედებები უკანონო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებია
გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა — „დღეს გათავისუფლებას ნამდვილად არ ველოდებოდი“
საგარეო უწყება: ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა

ნიკა მელია:ასეთ სამძიმარს, ჯობდა საერთოდ არ ეთქვა!

ნახვები: 743 ნიკა მელია:ასეთ სამძიმარს, ჯობდა საერთოდ არ ეთქვა!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს მხოლოდ მას შემდეგ მიუსამძიმრა, რაც საზოგადოების აღშფოთება და რისხვა მიიღო.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მელია წერს, ღარიბაშვილმა მის მიერ გამოთქმული სამძიმრით გმირები, მათი ბრძოლა და იდეალები შეურაცხყო. მელია ასევე მიიჩნევს, რომ პრემიერმა დაღუპული მებრძოლები ფაქტობრივად დაადანაშაულა და მათ სამხედრო პატივით დახვედრა დაამადლა.

„33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. პრემიერად წოდებული ღარიბაშვილი შეურაცხყოფს გმირებს - ამბობს, რომ ისინი პარტიამ წაიყვანა ომში! თუმცა, სხვაგვარად მას ვერც წარმოუდგენია, არ ესმის და ვერც გაიგებს რა არის თავისუფლების წყურვილი და რა ძალამ შეიძლება წაიყვანოს ადამიანი ფრონტის წინა ხაზზე. როგორ უნდა გაიგოს, ან როგორ უნდა ესმოდეს ეს, როდესაც მას ბატონის მსახურების მეტი არაფერი გაუკეთებია ამ ცხოვრებაში!

დიახ, გმირები ბრძოლის ველზე დაეცნენ, იმიტომ, რომ იცოდნენ ვინ არის მტერი და იცოდნენ, როგორ მოიპოვება თავისუფლებაა!

საქართველოში დღეს არის "მშვიდობა" არა იმიტომ, რომ რუსული „ოცნების“ მთავრობა არის კეთილგონიერი, არამედ იმიტომ, რომ უკრაინელი და ქართველი გმირები, რუსეთს უკრაინაში არა მხოლოდ აკავებენ, არამედ ამარცხებენ.

პრემიერად წოდებულმა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საზოგადოების აღშფოთება და რისხვა იწვნია, მხოლოდ სამი დღის შემდეგ, მიუსამძიმრა გმირების ოჯახებს.

ასეთ სამძიმარს, ჯობდა საერთოდ არ ეთქვა! ამ სამძიმრით შეურაცხყო გმირები, მათი ბრძოლა და იდეალები. გმირები პრაქტიკულად დაადანაშაულა, პრაქტიკულად დაამადლა სამხედრო პატივით დახვედრა!

ქართველი გმირების სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში. ეს ადამიანი კი, ასევე ღირსეულად დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს თავისი ამხანაგების - ფილიპე მახარაძისა და სერგო ორჯონიკიძის გვერდით! დიდება გმირებს!“, - წერს მელია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა