მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ჩემს მონატრებას იმით ვებრძვი, რომ ვნახულობ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს: იზა ომაძე

ნახვები: 726 ჩემს მონატრებას იმით ვებრძვი, რომ ვნახულობ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს: იზა ომაძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის სასამართლო პროცესი იმართება.

სასამართლოში იმყოფება ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძეც, რომელმაც თქვა, რომ „შვილის მონატრებას, მისი დახვრეტის კადრებით ებრძვის“.

„ყოველ დღე, პროცესის წინ და ისედაც, ძალიან მიჭირს, მაგრამ ჩემს მონატრებას ამით ვებრძვი, რომ ვნახულობ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს და დამხვრეტი იყო ჭელიძე და დედა, რომელმაც ჭელიძე გაზარდა, ის დედა არ არის.

მადლობა უნდა გადაგიხადოთ ყველას. რომ არა თქვენ და რომ არა გაშუქება ყველაფერი ამის, ალბათ, ეს საქმე ისე ჩაიფარცხებოდა, როგორც არაერთი. მკვლელმა კავილაძემ იმდენად გააშიშვლა მეფეც და იმდენად გააშიშვლა თავისი თავიც, ხელის გულზე დადო, მოუწოდა ვიღაცას, ვინც მუშაობს პარლამენტში, მოუწოდა ახალგაზრდას, რომელსაც დატოვებული აქვს ქვეყანა და არის სადღაც. თუ არ მიშველით და არ დამიხსნით აქედან, ყველას სათითაოდ დაგადებთ ხელსო“, – ამბობს იზა ომაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა