გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi

იენს სტოლტენბერგი - მოკავშირეებმა გააკეთეს განცხადებები და გამოხატეს ერთგულება საქართველოსთვის შემდგომი დახმარების აღმოჩენის შესახებ

ნახვები: 576 იენს სტოლტენბერგი - მოკავშირეებმა გააკეთეს განცხადებები და გამოხატეს ერთგულება საქართველოსთვის შემდგომი დახმარების აღმოჩენის შესახებ

მოკავშირეებმა გააკეთეს განცხადებები და გამოხატეს ერთგულება საქართველოსთვის შემდგომი დახმარების აღმოჩენის შესახებ, რადგან ჩვენ გვჭირდება ხანგრძლივი პარტნიორობის დამყარება საქართველოსთან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, აქ ძალიან სიამოვნებით მიიღეს. ჩვენ გამოვხატეთ სოლიდარობა ჩვენი სამივე პარტნიორის მიმართ. ვფიქრობ, გაკვეთილი, რაც ჩვენ უკრაინის ომისგან ვისწავლეთ არის ის, რომ დავეხმაროთ მათ ახლავე. უმჯობესია, დავეხმაროთ მათ ახლავე, ვიდრე მაშინ, როცა დავინახავთ, რომ მოვლენები აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც დავინახეთ უკრაინაში შეჭრით. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გვაქვს საქართველოში წვრთნისა და შეფასების ცენტრი. მოკავშირეებმა გააკეთეს განცხადებები და გამოხატეს ერთგულება შემდგომი დახმარების შესახებ, რადგან ჩვენ გვჭირდება ხანგრძლივი პარტნიორობის დამყარება საქართველოსთან. მოკავშირეებმა ასევე გამოხატეს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამავდროულად, მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას და საქართველოსთან ერთად მუშაობას მხარდაჭერის გაძლიერებული პაკეტის შესასრულებლად, რომელიც შევათანხმეთ“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა